„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 04/02/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016537
17/ნ
04/02/2013
ვებგვერდი, 05/02/2013
430210000.22.022.016537
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №17/ნ

2013  წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანების (ვებპორტალი, 18.03.2011, სარეგისტრაციო კოდი − 430210000.22.022.016076) პირველი მუხლით დამტკიცებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს  საშუალო საფეხურში შემავალი ყველა კლასი.“.

2. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მოსწავლეთა გაცდენები აღირიცხება მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალში, მათ შორის, აბიტურის საათის და ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გაცდენები. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი. აბიტურის საათის გაცდენების შემთხვევაში მოსწავლეზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.“.

3. 23-ე მუხლის:

ა) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,13. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის მისაღებად მოსწავლეს დაძლეული უნდა ჰქონდეს საშუალო საფეხური და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიღებული უნდა ჰქონდეს დადებითი შეფასება.“;

ბ) მე-15 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 მუხლი:

,, მუხლი 251. გარდამავალი დებულებები

2012-2013 სასწავლო წელს მე-12 კლასელების მიერ 2013 წლის 26 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით გაცდენები არ იანგარიშება 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი