დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „ახალი ტალღა“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – საზოგადოებრივ კოლეჯად „ახალი ტალღა“ რეორგანიზაციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/06/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016539 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,ახალი ტალღა“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – საზოგადოებრივ კოლეჯად ,,ახალი ტალღა“ რეორგანიზაციისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 9 თებერვლის №40/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 14/02/2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016306) მე-2 პუნქტით დამტკიცებული წესდების:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საზოგადოებრივი კოლეჯის მიზანია: ა) ყველა საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება; ბ) მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამების (შემდგომში – პროგრამები) განხორციელება; გ) ტრენინგ-კურსების განხორციელება, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.“; ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ1“ ქვეპუნქტი: ,,თ1) ახორციელებს ტრენინგ-კურსებს, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები