დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | № 1-1/27 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.024.016255 |
№ 1-1/27
31/01/2013
ვებგვერდი, 04/02/2013
010240030.22.024.016255
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
|
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
1.
დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
|
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2131 ბრძანება.
|
3.
ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.
|
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. |
2.
დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. |
3.
დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
|
4.
დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. |
5.
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის იმ მოადგილის წინაშე, რომელიც მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას.
|
მუხლი 2.
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები |
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია: |
ა)
ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად; |
ბ)
ქვეყნის ეკონომიკური რეფორმების და ინსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირების სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა; |
გ)
შესაბამის უწყებებთან ერთად დარგობრივი და რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; |
დ)
ქვეყნის ეკონომიკის დარგების ანალიზი და შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება; |
ე)
ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ საინფორმაციო მასალების დამუშავება და გავრცელება; |
ვ)
ქვეყანაში არსებული სამეწარმეო გარემოს ანალიზი არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; |
ზ)
კომპეტენციის ფარგლებში, კანონპროექტებისა და სხვა სახის ინიციატივების შეფასება; |
თ)
კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო რეიტინგებისა და სხვადასხვა ანალიტიკური კვლევებისათვის ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების და რეფორმების შესახებ ინფორმაციის მომზადება; |
ი)
მეწარმეებთან დიალოგის წარმოება მათთან პერიოდული შეხვედრებისა და გამოკითხვების ორგანიზების საშუალებით, სამეწარმეო სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
|
კ)
კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა სახელმწიფო და სამთავრობათაშორისი მოლაპარაკებების (მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ) წარმოების პროცესში და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; |
ლ)
კომპეტენციის ფარგლებში, რეგულირების ზემოქმედების შეფასების მიზნით სამართლებრივი აქტების ანალიზთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობის მიღება; |
მ)
კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დასაფინანსებელი პროექტების და პროგრამების განხილვა და შესაბამის მოლაპარაკებებში მონაწილეობა. |
მუხლი 3.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა |
1.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. |
2.
დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
3.
დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე. |
4.
დეპარტამენტის უფროსი: |
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; |
ბ)
წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას; |
გ)
ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
|
დ)
ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; |
ე)
ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს; |
ვ)
წარუდგებს მინისტრს და მინისტრის შესაბამის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; |
ზ)
მინისტრთან და მინისტრის შესაბამის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე, მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე; |
თ)
ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე, მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის შესაბამისი მოადგილის ცალკეულ დავალებებს. |
5.
დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
6.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსის, მინისტრის შესაბამისი მოადგილისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. |
7.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უფლებამოსილია ხელი მოაწეროს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას. |
8.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, მინისტრის შესაბამისი მოადგილისა და მინისტრის წინაშე. |
9.
კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. |
მუხლი 4.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
|
1.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: |
ა)
ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველო; |
ბ)
ეკონომიკური ანალიზის სამმართველო; |
გ)
სამეწარმეო საქმიანობაზე რეგულირების გავლენის შეფასების სამმართველო. |
2.
სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია სამმართველოს საქმიანობაზე დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. |
3.
ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს ფუნქციებია: |
ა)
ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და ეკონომიკური პოლიტიკის წასამართად რეკომენდაციების შემუშავება მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად; |
ბ)
შესაბამის უწყებებთან ერთად დარგობრივი და რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; |
გ)
ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური, ნახევარწლიური და წლიური საინფორმაციო-ანალიტიკური დაიჯესტების მომზადება და გავრცელება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ; |
დ)
კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დასაფინანსებელი პროექტების და პროგრამების განხილვა და შესაბამის მოლაპარაკებებში მონაწილეობა; |
ე)
სამმართველოში შემოსული კორესპონდენციისა და დავალებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება. |
4.
ეკონომიკური ანალიზის სამმართველოს ფუნქციებია: |
ა)
ქვეყანაში არსებული სამეწარმეო გარემოს ანალიზი, არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით; |
ბ)
კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო და სამთავრობოთაშორისი მოლაპარაკებების (მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში) წარმოების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; |
გ)
ქვეყნის ეკონომიკის სექტორების და დარგების ანალიზი და შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება; |
დ)
მეწარმეებთან დიალოგის წარმოება, მათთან პერიოდული შეხვედრებისა და გამოკითხვების ორგანიზების საშუალებით, სამეწარმეო სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; |
ე)
სამმართველოში შემოსული კორესპონდენციისა და დავალებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება. |
5.
სამეწარმეო საქმიანობაზე რეგულირების გავლენის შეფასების სამმართველოს ფუნქციებია: |
ა)
ქვეყნის ეკონომიკური და სექტორული რეფორმების, ინსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირების სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა;
|
ბ)
კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო რეიტინგების და სხვადასხვა ანალიტიკური კვლევისთვის ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების და რეფორმების შესახებ ინფორმაციის მომზადება; |
გ)
კომპეტენციის ფარგლებში, სამეწარმეო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, სათანადო ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; |
დ)
კომპეტენციის ფარგლებში, რეგულირების ზემოქმედების შეფასების მიზნით, სამართლებრივი აქტების ანალიზთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობის მიღება; |
ე)
სამმართველოში შემოსული კორესპონდენციისა და დავალებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება. |
მუხლი 5.
დეპარტამენტის მოსამსახურეები |
1.
დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. |
2.
დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი. |
3.
დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები