,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 02
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 18/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.133.016079
02
31/01/2013
ვებგვერდი, 06/02/2013
010250040.35.133.016079
,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №02

2013 წლის 31 იანვარი

ქ. ბათუმი

 

 

,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,

1. ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 29/12/2011წ) შეტანილ იქნას შემდეგი  ცვლილება:
ა) დებულების პირველი მუხლის მე–6 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,6. საკრებულოს იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქ. №23“.

ბ)  დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,1. საკრებულოს ადგილსამყოფელი (ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქ. №23) საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება შეიცვალოს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს“.

გ) დებულების 72-ე მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,3. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ან თუ ეს პირდაპირ მითითებულია სამართლებრივ აქტში ხდება საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადება. ამ პუნქტით გათვალისწინებული აქტების საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს მათ განთავსებას საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.khelvachauri.ge, ან/და მათ ღიად განთავსებას საკრებულოსა და გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქ. №23) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას. აუცილებლობის შემთხვევაში  კი გაზეთ ,,აჭარა“-ში. ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილად საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრება ადგილი, სადაც მისვლა დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ თავისუფლად, ყოველგვარი საშვისა და ნებართვის გარეშე. “.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ ფარტენაძე