დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | თვიმმართველი ქალაქი ბათუმი |
| მიღების თარიღი | 31/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370020000.35.132.016153 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/02/2013 - 28/02/2014)
|
სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1.
დადგინდეს თვითმმართველ ქალაქ ბათუმში სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, თანახმად დანართი №1-ისა. |
2.
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიის ზონირების ტექსტური ნაწილი, თანახმად დანართი №2-ისა. |
3.
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიის ზონირების გრაფიკული ნაწილი (ზონირების რუკა), თანახმად დანართი №3-ისა. |
4.
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორის ზონირების ტექსტურ ნაწილსა და გრაფიკულ ნაწილს შორის წინააღმდეგობისას უპირატესობა ენიჭება თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიის ზონირების გრაფიკულ ნაწილს. |
5.
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 31 იანვრის №5 დადგენილება. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი |
1.
თვითმმართველ ქალაქ ბათუმში, სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. ბათუმის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების (ქვეზონების) მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG x ITL x C x K, სადაც: ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG – არის ქ. ბათუმის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,75-ს; გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც განისაზღვრება: გ.ა) ცენტრალური ზონის I ქვეზონისათვის – 1,5-ს; გ.ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონისათვის – 1,4-ს; გ.გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონისათვის – 1,2-ს; გ.დ) შუალედური ზონის I ქვეზონისათვის – 1-ს; გ.ე) შუალედური ზონის II ქვეზონისათვის – 1-ს; გ.ვ) პერიფერიული ზონის I ქვეზონისათვის – 0,8-ს; გ.ზ) პერიფერიული ზონის II ქვეზონისათვის – 0,6-ს; გ.თ) პერიფერიული ზონის III ქვეზონისათვის – 0,6-ს; გ.ი) პერიფერიული ზონის IV ქვეზონისათვის – 0,5-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა ტოლია 0,24 ლარის. ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის ოდენობა დადგინდეს: ე.ა) ცენტრალური ზონის I ქვეზონისათვის –1500-ს; ე.ბ) ცენტრალური ზონის II ქვეზონისათვის – 1250-ს; ე.გ) ცენტრალური ზონის III ქვეზონისათვის – 750-ს; ე.დ) შუალედური ზონის I ქვეზონისათვის – 600-ს; ე.ე) შუალედური ზონის II ქვეზონისათვის – 450-ს; ე.ვ) პერიფერიული ზონის I ქვეზონისათვის – 425-ს; ე.ზ) პერიფერიული ზონის II ქვეზონისათვის – 400-ს. ე.თ) პერიფერიული ზონის III ქვეზონისათვის – 330-ს. ე.ი) პერიფერიული ზონის IV ქვეზონისათვის – 225-ს; |
2.
პირველი პუნქტის მიხედვით თვითმმართველ ქალაქ ბათუმში, სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №2
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები