დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/02/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.167.016089 |
|
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №25 დადგენილებაში. |
| მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,მუხლი 9. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები 1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს. 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური, რომელიც მოიცავს: ა.ა) მოქალაქეთა მომსახურების და ინფორმაციის განყოფილებას; ა.ბ) საორგანიზაციო განყოფილებას; ა.გ) იურიდიულ განყოფილებას. ბ) საფინანსო სამსახური, რომელიც მოიცავს: ბ.ა) საბიუჯეტო-სახაზინო განყოფილებას; ბ.ბ) საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილებას; ბ.გ) შესყიდვების განყოფილებას. გ) განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახური; დ) ზედამხედველობის სამსახური; ე) ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახური: ე.ა) ეკონომიკისა და ქონების მართვის განყოფილება; ე.ბ) არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება. ვ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური; ზ) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური; თ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური; ი) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. 3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.“. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები