დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში „დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 06/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.156.016125
7
31/01/2013
ვებგვერდი, 05/02/2013
200140030.35.156.016125
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში „დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
დმანისის მუნიციპალიტეტი
 
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №7

2013 წლის 31 იანვარი

ქ. დმანისი

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში “დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე “დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“  დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 იანვრის №3 დადგენილებაში (ვებგვერდი, 23/01/2013; სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.156.016121)  შევიდეს შემდეგი ცვლილება: 

მუხლი 1
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციითю
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ადუაშვილი

დანართი №1
 
დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. დმანისის მუნიციპალიტეტში დმანისის თვითმმართველობის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში ”მიწის ნორმატიული ფასი”) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

C= IMG  *  ITL  *  C  *  K, სადაც:

ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG არის ქ. დმანისის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,23-ს;
გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1,0-ს;
დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K არის მიწის ნორმატიული ფასი მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 30-ს.
2.  პირველი პუნქტის მიხედვით ქ. დმანისში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

0,23

1,0

0,24

30

1,656

3. დმანისის მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიებზე  მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. დმანისისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0.828 ლარს.