დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.114.016153 |
|
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №53 დადგენილებაში (სსმ, 28.12.2012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება, საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა ,,გამგეობაში“ შეიცვალოს სიტყვით ,,საკრებულოში“. |
| მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა ,,მისაღებად“ შემდეგ დაემატოს სიტყვები ,,მუნიციპალიტეტის საკრებულოში“. |
| მუხლი 3 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: ,,4. დახმარება გაიცემა მინიმუმ 50 ლარის ოდენობით ერთჯერადად, ხოლო ბინის ქირის ხარჯი ყოველთვიურად არა უმეტეს 100 ლარისა ერთი წლის განმავლობაში“. |
| მუხლი 4 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-5 პუნქტი. |
| მუხლი 5 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,მუხლი 15. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება 1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან არაფულადი სოციალური დახმარების მიმღებნი არიან ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მკურნალობასა და ცილაგამოცლილი პროდუქტებით კვებას. 2. დახმარება გაიცემა მშობელთა მოთხოვნის შესაბამისად. თანხა ხელშეკრულების საფუძველზე გადაერიცხება პროდუქტების შემომტან ორგანიზაციას, ფულადი დახმარების შემთხვევაში კი ბენეფიციარის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს პირად ანგარიშზე. 3. დახმარების მისაღებად ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვის ერთ-ერთმა მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი; დ) ფორმა №100; ე) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ. 4. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ბენეფიციარის მშობელის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართ ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება. 5. ფულადი დახმარება გაიცემა ყოველთვიურად მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, თითოეულ ბავშვზე 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით“. |
| მუხლი 6 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვას ,,განმცხადებელმა“ შემდეგ დაამატოს სიტყვები: ,,მუნიციპალიტეტის საკრებულოში“. |
| მუხლი 7 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები