დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 1 მაისის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.057.016118 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 1 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად: |
1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 1 მაისის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/05/2012, 040030000.32.057.016087) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
დადგენილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის თანამშრომელთა საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 14 (თოთხმეტი) ერთეულით.“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ლაბორატორიის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე (შემდგომში – მთავრობის თავმჯდომარე) ლაბორატორიის უფროსის უფლებამოსილების ვადით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით. ლაბორატორიის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მოადგილე ასრულებს მოვალეობას ლაბორატორიის ახალი უფროსის დანიშვნამდე. ლაბორატორიის უფროსის არყოფნის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს ლაბორატორიის უფროსის მოადგილე.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები