,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 27 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 27 უ.ს.რ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 29/01/2013
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320000.31.056.016029
27 უ.ს.რ.ს.
29/01/2013
ვებგვერდი, 31/01/2013
010320000.31.056.016029
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 27 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება
 
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 27 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

მუხლი 1
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის  დებულებისა  და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 27 დეკემბრის 20 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, (www. matsne.gov.ge), 28.12.2012, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010320000.31.056.016026) პირველი მუხლით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის  დებულებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,3. აპარატის უფროსს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე..

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,1. აპარატის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე..

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. აპარატის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტებისა და პრესსამსახურის ხელმძღვანელებს, ასევე მთავარ ბუღალტერს აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსს და შიდა აუდიტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე..

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013  წლის 1 თებერვლიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეავთანდილ ბერიძე

ჩაქვი,

29 იანვარი 2013 წ.

N27 უ.ს.რ.ს.