დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 30/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.08.002.016742 |
|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის: |
ა)
307 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 307. უფროსი საჯარო თანამდებობა ა) მინისტრის თანაშემწე; ბ) მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე; გ) მინისტრის მოადგილის თანაშემწე; დ) გენერალური ინსპექციის უფროსი ინსპექტორი; ე) გენერალური ინსპექციის მრჩეველი; ვ) მრჩეველი; ზ) დაწესებულების მთავარი ექიმი; თ) სამსახურის უფროსი; ი) განყოფილების უფროსი; კ) განყოფილების უფროსი ექიმი; ლ) მთავარი ექიმის მოადგილე; მ) ლაბორატორიის უფროსი; ნ) უფროსი ექიმი; ო) გამომძიებელი.“; |
ბ)
308 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 308. უმცროსი საჯარო თანამდებობა ა) გენერალური ინსპექციის ინსპექტორი; ბ) გენერალური ინსპექციის მთავარი სპეციალისტი; გ) გენერალური ინსპექციის სპეციალისტი; დ) სამინისტროს მთავარი სპეციალისტი; ე) სამინისტროს სპეციალისტი; ვ) ექიმი (ოჯახის ექიმი, დღის ექიმი, მორიგე ექიმი, მეან-გინეკოლოგი, პედიატრი, თერაპევტი, კარდიოლოგი, რევმატოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ჰემატოლოგი, ნეფროლოგი, ანგიოლოგი, ზოგადი ქირურგი, გულმკერდის ქირურგი, სისხლძარღვთა ქირურგი, მორიგე ქირურგი, ქირურგი ონკოლოგი, ონკოლოგი, ტრავმატოლოგი, უროლოგი, პროქტოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ქიმიოთერაპევტი, ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი, ტრანსფუზიოლოგი, ინფექციონისტი, ჰეპატოლოგი, დერმატოვენეროლგი, ფტიზიოპულმონოლოგი, სეფსისოლოგი, პარაზიტოლოგი, ფსიქიატრი, ნარკოლოგი, რენტგენოლოგი, ექოსკოპისტი, ენდოსკოპისტი, სტომატოლოგი, სტომატოლოგ-ორთოპედი, ექიმი ლაბორანტი, ექიმი ბიოქიმიკოსი, ბაქტერიოლოგი, ფიზიოთერაპევტი, რაეაბილიტოლოგი, ფარმაცევტი, ექიმი დიეტოლოგი); ზ) ფსიქოლოგი; თ) უფროსი ექთანი; ი) ექთანი (საოპერაციოს უფროსი ექთანი, საოპერაციოს ექთანი, შესახვევის ექთანი, დღის ექთანი, მორიგე ექთანი, ექთნის ასისტენტი, ლაბორანტი, მორიგე ლაბორანტი, რენტგენ-ლაბორანტი, მორიგე რენტგენ-ლაბორანტი, მასაჟისტი, პროზექტორი, დიასახლისი, ექთანი დიეტოლოგი, პროვიზორი); კ) წამლების სამარაგოს პასუხისმგებელი პირი, წამლების სამარაგოს თანამშრომელი, სტატისტიკოსი; ლ) სანიტარი; მ) ტექნიკოსი.“. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები