წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქ.წალენჯიხის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქუჩებში,სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის და სპეციალურ სამყოფელში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/01/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 04/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.104.016108
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3
29/01/2013
ვებგვერდი, 05/02/2013
010250020.35.104.016108
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქ.წალენჯიხის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქუჩებში,სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის და სპეციალურ სამყოფელში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/02/2013 - 30/03/2016)

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქ.წალენჯიხის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქუჩებში,სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის და სპეციალურ სამყოფელში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №3

2013 წლის 29 იანვარი

ქ. წალენჯიხა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქ.წალენჯიხის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქუჩებში,სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის და სპეციალურ სამყოფელში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის  მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. წალენჯიხის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის და სპეციალურ სამყოფელში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის გადახდის ინსტრუქცია (დანართი №1).
მუხლი 2
დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურს.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ბელქანია

დანართი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ.წალენჯიხის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის  და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის  ხარჯის გადახდის ინსტრუქცია

მუხლი 1
აიკრძალოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ წალენჯიხის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მსხვილფეხა და/ან წვრილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ – ქუჩებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში უმეთვალყურეოდ გაშვება (ინსტრუქცია არ ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 127-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე).
მუხლი 2
დადგენილების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულება ა(ა)იპ  „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურთან“ (შემდგომში – შემსრულებელი).
მუხლი 3
ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი პირობები:
1. ცხოველის დაჭერის შესახებ განცხადების გამოქვეყნება.
2. ცხოველის მესაკუთრისათვის შესაბამისი ქვითრის წარდგენა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.
3. შემსრულებლის მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება  პირუტყვისაგან მიყენებული ზიანის შესახებ.
მუხლი 4
შემსრულებელი ვალდებულია დაკავებული პირუტყვი ამყოფოს ჩვეულებრივ პირობებში და განახორციელოს მათი კვება, მოვლა, დაცვა.
მუხლი 5
ცხოველის სადღეღამისო კვება, შენახვა და განაცხადის გამოქვეყნება განხორციელდეს პირუტყვის მესაკუთრის ხარჯზე, დაჭერილი ცხოველის მეთვალყურეობის მომსახურების თანხა განისაზღვროს დღეში 10 (ათი) ლარით, ხოლო ერთჯერადი გადასახადი პირუტყვის აკრძალულ ადგილებში გაშვებისათვის – 30 (ორმოცდაათი) ლარით. იმავე ქმედების წლის განმავლობაში განმეორეობით ჩადენის შემთხვევაში მფლობელი დაჯარიმდება 50 ლარის ოდენობით.
მუხლი 6
ამოღებული თანხები მიმართულ იქნეს ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამის ანგარიშზე.
მუხლი 7
 უმეთვალყურეოდ გაშვებული ცხოველის დაჭერის შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებულია დაჭერისთანავე გაავრცელოს ინფორმაცია იმდაგვარად, რომ ივარაუდებოდეს ინფორმაციის საზოგადოების ფართო წრისადმი მისაწვდომობა. გავრცელებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მოწოდებას მესაკუთრის მიერ დაკავებული პირუტყვის წაყვანის შესახებ.
მუხლი 8
შემსრულებელი ვალდებულია დაჭერილი პირუტყვი მესაკუთრეს გაატანოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და გადახდილი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ, რის შესახებაც ფორმდება დაჭერილი პირუტყვის მიღება-ჩაბარების აქტი, თარიღის მითითებით და მხარეების ხელმოწერით.
მუხლი 9
 შემსრულებელი ვალდებულია სრულყოფილად აწარმოოს პირუტყვის დაჭერის თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია,  პირუტყვის მესაკუთრეზე დაკისრებული შენახვის ხარჯის ამოღებასთან დაკავშირებით იხელმძღვანელოს  კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10
1. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაკისრებულ ჯარიმას იხდის 20 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაკისრებულ ჯარიმას იხდის 20 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.