დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირთა და ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის წესი, ავტორიზაციის პროცედურები და ავტორიზაციის საფასურის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 04/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/02/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.59.071.016002 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/02/2013 - 29/08/2013)
|
ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირთა და ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის წესის, ავტორიზაციის პროცედურები და ავტორიზაციის საფასურის დამტკიცების შესახებ
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ბ1 ქვეპუნქტისა და ,,ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს “ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირთა და ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის წესი, ავტორიზაციის პროცედურები და ავტორიზაციის საფასური”.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირთა და ორგანიზაციათა მიერ ავტორიზაციის გავლის წესი, ავტორიზაციის პროცედურები და ავტორიზაციის საფასური
|
მუხლი 1.
ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის მიზანი, გავრცელების სფერო |
1.
ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის მიზანია კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის (შემდგომში – ორგანიზაცია) ინფორმაციული უსაფრთხოების შინასამსახურებრივი გამოყენების წესების – ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს (შემდგომში –სააგენტო) მიერ დადგენილ უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებთან თავსებადობის შეფასება, რის საფუძველზეც დგება დასკვნა, რომლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა. |
2.
ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარება ხდება ,,ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით და ფარგლებში იმ ორგანიზაციებში, რომლებიც ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად იდენტიფიცირებულნი არიან, როგორც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები. |
მუხლი 2.
ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირები |
1.
ორგანიზაციაში ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლება აქვს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ,,ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად სათანადო ავტორიზაციას გაივლიან სააგენტოში (შემდგომში - ავტორიზებული აუდიტორული ორგანიზაცია). |
2.
ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესი განსაზღვრულია ,,ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ,,ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების წესის შესახებ“ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. |
მუხლი 3.
ავტორიზაციის შინაარსი, მიზანი |
1.
ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფებამოსილების მქონე პირთა ავტორიზაციის მიზანია შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების (წესების) დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. |
2.
სტანდარტი (წესები) არის სახელმწიფოს (სააგენტოს) მიერ დაწესებული მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს აპლიკანტი ორგანიზაცია იმისათვის, რომ ჩაატაროს ინფორმაციული უსაფრთოების აუდიტი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ ბრძანების შესაბამისად. |
3.
ავტორიზაცია არის აპლიკანტი ორგანიზაციის დადგენილ წესებთან შესაბამისობის გარე შეფასების მექანიზმი, რომელსაც ახორციელებს სააგენტო. |
4.
აპლიკანტი ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციისას წარმოდგენილი აუდიტორები ავტორიზაციის გავლის შემდეგ ავტომატურად ითვლებიან ინფორმაციული აუდიტის ჩატარებაზე ავტორიზებულ პირებად. |
მუხლი 4.
ავტორიზაციის გავლის წესი |
ავტორიზაციის გავლის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც ფლობს კვალიფიციურ კადრს და სარგებლობს სანდოობის მაღალი ხარისხით და წარმატებული საქმიანი რეპუტაციით. |
მუხლი 5.
ავტორიზაციისათვის წარსადგენი დოკუმენტები |
1.
აპლიკანტი ორგანიზაცია მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით ავსებს თანდართულ განაცხადის ფორმას ( დანართი 1). |
2.
განაცხადთან ერთად აპლიკანტი ორგანიზაცია სააგენტოში ასევე წარადგენს: |
ა)
აპლიკანტ ორგანიზაციაში დასაქმებული აუდიტორების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ჩაატარებენ ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტს; |
ბ)
ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტორთა CV-ებს; |
გ)
აპლიკანტ ორგანიზაციასთან დასაქმებულ ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტორთა კომპეტენციის დამადასტურებელ ცნობებს - მოქმედ სერტიფიკატებს/დიპლომებს ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის მიმართულებით „ISMS Lead Audit Certificate“, რომელიც აღიარებულია The International Register of Certificated Auditors (IRCA)-ს მიერ ან Information Systems Audit and Control Association-ის მიერ გაცემული CISA Certificate; |
დ)
აპლიკანტი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის განაცხადი/თანხმობა იმის თაობაზე, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარებისას მის მიერ დაცული იქნება დამოუკიდებლობის, კონფიდენციალურობის, ობიექტურობის და მიუკერძოებლობის პრინციპები. |
3.
აპლიკანტი ორგანიზაცია დოკუმენტაციას წერილობით აგზავნის სააგენტოში. |
მუხლი 6.
ავტორიზაციის პროცედურები |
1.
სააგენტო ამოწმებს შემოსული დოკუმენტაციის შესაბამისობასა და სისრულეს, ხოლო თუ აპლიკანტი ორგანიზაციის მიერ არ არის სრულად წარმოდგენილი ყველა დოკუმენტაცია, საბუთების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს მას აღნიშნულის შესახებ წერილობით და აძლევს დამატებით ვადას ხარვეზის შესავსებად. |
2.
სააგენტო იტოვებს უფლებას, შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, აპლიკანტ ორგანიზაციას მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა ან/და დაზუსტება. |
3.
აპლიკანტი ორგანიზაციის მიერ დადგენილ ვადაში დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო იტოვებს უფლებას, უარი უთხრას მას ავტორიზაციის გავლაზე. |
მუხლი 7.
ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები |
1.
ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო. |
2.
ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კოლეგიური წესით, რისთვისაც სააგენტოს თავმჯდომარე ქმნის სამუშაო ჯგუფს 4 თანამშრომლის შემადგენლობით, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს. |
3.
უსაფრთხოების შემოწმების მიზნით სააგენტო უფლებამოსილია კონსულტაციები გაიაროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან. |
4.
სამუშაო ჯგუფის წევრსა და აპლიკანტ ორგანიზაციას შორის ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის წევრი ვალდებულია განაცხადოს აღნიშნულის შესახებ, ხოლო თავმჯდომარე ვალდებულია დანიშნოს სამუშაო ჯგუფის ახალი წევრი. |
5.
სამუშაო ჯგუფის თითოეული წევრი ყოველი ახალი განაცხადის განხილვამდე ხელს აწერს ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ განცხადებას. |
6.
სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. |
მუხლი 8.
ავტორიზაციის მოთხოვნები |
1.
აპლიკანტი ორგანიზაციის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი აუდიტორი/აუდიტორები ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტს უნდა ახორციელებდეს მხოლოდ ამ აპლიკანტი ორგანიზაციის სახელით. |
2.
აპლიკანტ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს სულ მცირე ერთი აუდიტორი, რომელიც რეგისტრაციის მომენტში სერტიფიცირებული იქნება British Standard Institute-ის, International Standard Organization-ის ან Information Systems Audit and Control Association-ის მიერ ინფორმაციულ უსაფრთხოებაში. |
3.
ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლება აქვთ მხოლოდ ავტორიზებული აუდიტორული ორგანიზაციების ავტორიზებულ აუდიტორებს აუდიტის პერიოდში მოქმედი სერტიფიკატებით. |
4.
ავტორიზაციისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამოუკიდებლობის, კონფიდენციალურობის, ობიექტურობის და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვა. |
მუხლი 9.
ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება |
1.
სააგენტო ამოწმებს აპლიკანტი ორგანიზაციის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და ავტორიზაციის მიცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: |
ა)
აპლიკანტი ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტორის კომპეტენცია, რომელიც მოწმდება წარმოდგენილი სერტიფიკატების და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით; |
ბ)
აპლიკანტი ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტორის უსაფრთხოების შემოწმების გავლით; |
2.
სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს დოკუმენატაციის სრულად წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. |
3.
აპლიკანტ ორგანიზაციას პასუხი წერილობით ეცნობება. |
4.
დადებითი პასუხის შემთხვევაში აპლიკანტ ორგანიზაციას ეცნობება მის მიერ წარმოდგენილი აუდიტორებიდან რომელმა დააკმაყოფილა ავტორიზაციის მოთხოვნები. |
5.
დადებითი პასუხის შემთხვევაში აპლიკანტ ორგანიზაციაზე გაიცემა ავტორიზაციის შესაბამისი სერტიფიკატი უნიკალური ნომრით. აპლიკანტ ორგანიზაციას ავტორიზაცია ეძლევა 3 წლის ვადით (ავტორიზაციის პერიოდი). |
6.
ყოველწლიურად ავტორიზებულმა აუდიტორულმა ორგანიზაციამ უნდა ჩაატაროს შუალედური თვითშეფასება ავტორიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით. |
7.
ავტორიზაცია ავტომატურად უქმდება, თუ: |
ა)
ავტორიზებული აუდიტორებიდან არცერთი აღარ მუშაობს მოცემულ ავტორიზებულ აუდიტორულ ორგანიზაციაში; |
ბ)
გაცემული სერტიფიკატი არის ძალადაკარგული აუდიტორის მიერ ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარებისას; |
8.
ავტორიზებული აუდიტორული ორგანიზაცია, თუ მან დაკარგა ავტორიზაცია ზემოაღნიშნული საფუძვლით, ვალდებულია ხელახლა გაიაროს ავტორიზაციის პროცედურა, იმისათვის რომ მოიპოვოს ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლება. |
9.
ავტორიზებული აუდიტორული ორგანიზაციის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტორის/აუდიტორთა სხვა დაწესებულებაში გადასვლა არ იწვევს ამ უკანასკნელის მიერ ავტორიზაციის ავტომატურად მოპოვებას. აღნიშნულმა დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაციის პროცედურა მოცემული წესების შესაბამისად, იმისათვის რომ მოიპოვოს ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარების უფლება. |
მუხლი 10.
ავტორიზებულ აუდიტორულ ორგანიზაციაში ახალი აუდიტორის რეგისტრაცია |
1.
იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული აუდიტორული ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას აიყვანოს ახალი აუდიტორი ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში, მას ევალება სააგენტოში წარმოადგინოს განაცხადი (დანართი 1) და ამ წესის მე-5 მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია. |
2.
აღნიშნულ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის მე-9 მუხლით დადგენილი წესით. |
მუხლი 11.
ავტორიზებული აუდიტორული ორგანიზაციების კატალოგი |
1.
სააგენტო საჯაროდ ხელმისაწვდომს ხდის მის მიერ ავტორიზებული აუდიტორული ორგანიზაციებისა და აუდიტორების კატალოგს. |
2.
ავტორიზირებული აუდიტორული ორგანიზაციები და აუდიტორები წინასწარ აძლევენ თანხმობას სააგენტოს მათ მიერ წარმოდგენილი მონაცემების კატალოგში განთავსებისა და ამგვარად, საჯაროდ ხელმისაწვდომობის შესახებ. |
3.
კატალოგში განთავსდება შემდეგი მონაცემები: |
ა)
ავტორიზებული აუდიტორული ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი; |
ბ)
ავტორიზებული აუდიტორული ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია; |
გ)
ავტორიზებულ აუდიტორულ ორგანიზაციაში დასაქმებული ავტორიზებელი აუდიტორების სახელი და გვარი, ასევე ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება. |
მუხლი 12.
ავტორიზაციის საფასური |
1.
ავტორიზაციისთვის დაწესებული საფასური (შემდგომში – საფასური) არის სააგენტოს მიერ ავტორიზაციისთვის დადგენილი სავალდებულო გადასახდელი. |
2.
საფასურის გადახდა ხორციელდება აპლიკანტი ორგანიზაციის მიერ სააგენტოში განაცხადის შეტანისას. |
3.
სააგენტოს განაცხადთან და დოკუმენტებთან ერთად აპლიკანტი ორგანიზაციის მიერ წარედგინება გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ქვითრის წარუდგენლობა წარმოადგენს განაცხადის განუხილველად დატოვების საფუძველს. |
4.
აპლიკანტი ორგანიზაციისთვის ავტორიზაციაზე უარის შემთხვევაში, ავტორიზაციის საფასური არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას. |
5.
ავტორიზაციის საფასური განისაზღვრება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. |
დანართი 1
|
განაცხადი ავტორიზაციის გავლის შესახებ
შევსების თარიღი:
უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერა ბეჭედი. | |||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები