დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.104.016109 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
2
29/01/2013
ვებგვერდი, 05/02/2013
010250020.35.104.016109
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/02/2013 - 30/03/2018)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, ამავე კანონის 326 მუხლის მე-6 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებისათვის განესაზღვროს ზღვრული მოცულობა თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. |
2.
თუ საკრებულოს წევრი, მისთვის დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ გამოცხადდა საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს სხდომაზე და გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სხდომის დაწყებამდე ვერ წარადგინა წერილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში – სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად. |
3.
საკრებულოს წევრს, საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ყოველი სხდომის გაცდენისათვის, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებიდან დაექვითოს 20 (ოცი) ლარი. |
4.
საკრებულოსა და კომისიის სხდომებზე დასწრების აღრიცხვას ყოველი თვის 20 რიცხვიდან მომდენო თვის 20 რიცხვამდე უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის უფროსი, რომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას, საკრებულოს წევრისათვის ანაზღაურების გაცემის თაობაზე. |
5.
მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებულისა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს, როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დარიცხვასთან ერთად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები