,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის #31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 03
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/01/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 02/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.115.016100
03
30/01/2013
ვებგვერდი, 04/02/2013
010320040.35.115.016100
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის #31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
 
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №03

2013 წლის 30 იანვარი

დ. ლენტეხი

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის №-31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 

მუხლი 1
შეტანილი იქნეს ცვლილება ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ   ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის №-31 (www.matsne.gov.ge 11.07.2011წ.) დადგენილებაში და დადგენილების მეექვსე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„მუხლი 6. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში

  1. საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა:

ა) გამგებლის, გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად - მაგისტრის აკადემიური ხარისხი და უფროს  საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის  3-წლიანი გამოცდილება მაინც.

ბ) საკრებულოს აპარატის უფროსის, გამგეობის სამსახურის უფროსის, ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად - მაგისტრის აკადემიური ხარისხი და საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 3-წლიანი გამოცდილება მაინც.

გ) გამგეობის სამსახურის უფროსის მოადგილის, სამსახურის განყოფილების უფროსის, საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტის, თვითმმართველი ერთეულის სამსახურის (ტერიტორიული ორგანოს) მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად - წამყვანი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის ან სპეციალისტის საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 1-წლიანი გამოცდილება მაინც.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარევალოდია ქურასბედიანი