„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017177
14
29/01/2013
ვებგვერდი, 30/01/2013
010240030.10.003.017177
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №14

2013 წლის 29 იანვარი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამი­ნისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ სა­ქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში (სსმ, 31/12/2010, მუხლი 172) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხ­ლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შე­მადგენლობით:

ნოდარ ხადური

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

დავით ებრალიძე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

მამუკა ბარათაშვილი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

გიორგი ბარათაშვილი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

დავით ქევხიშვილი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის უფროსი

ზვიად კორძაია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი

გაიოზ თალაკვაძე

საქართველოს მთავრობის კანცელარიის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი

ზაურ აბაშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ადგილობრივი თვითმმართველობის აქტების ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი

ირაკლი ლიჩელი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

კახა კოხრეიძე

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი

გიორგი აბაშიშვილი

ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი