დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ან/და ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მოხმარების მიზნით გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №285 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.10.003.017175 |
|
„აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ან/და ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მოხმარების მიზნით გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №285 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ან/და ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მოხმარების მიზნით გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №285 დადგენილებაში (სსმ, 010240010.10.003.016446, 25/07/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნების, ფარმაცევტული და კვების პროდუქტების კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ან/და ადმინისტრაციული ორგანოებისათვის მოხმარების მიზნით გადაცემის შესახებ“. 2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნება დაერთოთ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს, მათ ბალანსზე რიცხული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთადი საგნები, ფარმაცევტული და კვების პროდუქტები, საკუთარი გადაწყვეტილებით, დასაბუთებული საჭიროების არსებობისას, მოხმარების მიზნით გადასცენ კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს ან/და ადმინისტრაციულ ორგანოებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები