დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | № 1-1/20 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/02/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.024.016253 |
№ 1-1/20
28/01/2013
ვებგვერდი, 04/02/2013
010240030.22.024.016253
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
|
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2135 ბრძანება. |
3.
ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. |
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. |
2.
დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. |
3.
დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. |
4.
დეპარტამენტი თავის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. |
5.
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის და იმ მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას. |
მუხლი 2.
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები |
1.
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია: |
ა)
ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; |
ბ)
საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო და რეგიონალური ეკონომიკური გაერთიანებების სტრუქტურებთან თანამშრომლობა; |
გ)
წინადადებების შემუშავება სახელმწიფოთაშორისი და რეგიონალური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარების შესახებ; |
დ)
საზღვარგარეთის ქვეყნებთან, რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება, მოლაპარაკებების კოორდინაცია და განხორციელებაში მონაწილეობა; |
ე)
საქართველოს სავაჭრო რეჟიმების განვითარების საკითხებზე მუშაობა; |
ვ)
ქვეყნის სავაჭრო ბალანსის ანალიზი და წინადადებების მომზადება მისი გაუმჯობესების თაობაზე; |
ზ)
საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება და კონვენციებით გათვალისწინებულ ეკონომიკურ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; |
თ)
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) წევრობიდან გამომდინარე, ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ანალიზი და წინადადებების მომზადება ვაჭრობის სფეროს საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის ვმო-ს მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად; |
ი)
დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დონორებთან თანამშრომლობის ძირითად მიმართულებათა შემუშავება;
|
კ)
საერთაშორისო პროგრამების მიზანშეწონილობის ანალიზი და შეფასება; |
ლ)
კომპეტენციის ფარგლებში ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობა და შესაბამის ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა; |
მ)
დსთ-ის ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის საქართველოდან რეექსპორტის, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატებისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვების გაცემისა და დამოწმების უზრუნველყოფა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
|
ნ)
კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; |
ო)
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების წარმართვა და კოორდინაცია სამთავრობო უწყებათა შორის;
|
პ)
ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობებისა და რეჟიმის გაღრმავებასთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია;
|
ჟ)
კომპეტენციის ფარგლებში ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების ორგანიზება; |
რ)
კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა დიპლომატიურ კორპუსთან, სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებთან. |
2.
დეპარტამენტი მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან. |
მუხლი 3.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა |
1.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. |
2.
დეპარტამენტის უფროსს, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
3.
დეპარტამენტის უფროსი ანაგარიშვალდებულია მინისტრისა და შესაბამის მინისტრის მოადგილის წინაშე. |
4.
დეპარტამენტის უფროსი: |
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; |
ბ)
წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას; |
გ)
ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს; |
დ)
ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; |
ე)
ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს; |
ვ)
წარუდგენს მინისტრს და შესაბამის მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; |
ზ)
მინისტრთან და შესაბამისი მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე. |
თ)
ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. |
5.
დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
6.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსის, შესაბამისი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. |
7.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უფლებამოსილია ხელი მოაწეროს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას. |
8.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, შესაბამის მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. |
9.
კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. |
მუხლი 4.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები |
1.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: |
ა)
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და სავაჭრო მოლაპარაკებების სამმართველო; |
ბ)
ვაჭრობის პოლიტიკისა და რეგიონალური ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველო; |
გ)
ევროპულ საქმეთა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველო; |
დ)
საგარეო ვაჭრობის არასატარიფო რეგულირების სამმართველო. |
2.
სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე. |
3.
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და სავაჭრო მოლაპარაკებების სამმართველოს ფუნქციებია: |
ა)
ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საკითხების განხილვა და წინადადებების შემუშავება; |
ბ)
საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებულ ეკონომიკურ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება. |
გ)
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანალიზი და წინადადებების შემუშავება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფორმატით განსაზღვრულ საკითხებზე; |
დ)
კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებში და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; |
ე)
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების წარმართვა და კოორდინაცია სამთავრობო უწყებათა შორის. აგრეთვე, აღნიშნულ პროცესში შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება კომპეტენციის ფარგლებში; |
ვ)
ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობებისა და რეჟიმის გაღრმავებასთან დაკავშირებული პროცესების კოორდინაცია; |
ზ)
სხვა ორმხრივი და რეგიონალური სავაჭრო შეთანხმებების მოლაპარაკებების კოორდინაცია; |
თ)
სამმართველოში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. |
4.
ვაჭრობის პოლიტიკისა და რეგიონალური ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს ფუნქციებია: |
ა)
ქვეყნის სავაჭრო ბალანსის ანალიზი და წინადადებების მომზადება მისი გაუმჯობესების მიზნით; |
ბ)
სხვადასხვა ქვეყნებთან მოქმედი სავაჭრო რეჟიმების და მათი გამოყენებით მიღებული ეფექტის ანალიზი; |
გ)
საქართველოს სავაჭრო რეჟიმების განვითარების საკითხებზე მუშაობა; |
დ)
წინადადებათა შემუშავება სახელმწიფოთაშორისი და რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარების შესახებ; |
ე)
დასკვნების მომზადება საზღვარგარეთის ქვეყნების მიერ საქართველოსათვის მინიჭებული სავაჭრო შეღავათების გამოყენების შესახებ და წინადადებების შემუშავება არსებული სავაჭრო შეღავათების სარგებლობის გაუმჯობესებისა და დამატებითი შეღავათების მიღების მიზნით; |
ვ)
დსთ-ის წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების ანალიზი და წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების შემუშავება ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზის განვითარების მიზნით; |
ზ)
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის–სუამ-ის ფარგლებში მიმდინარე საკითხებზე მუშაობა და ურთიერთობების განვითარების მიზნით წინადადებების შემუშავება; |
თ)
სამმართველოში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. |
5.
ევროპულ საქმეთა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს ფუნქციებია: |
ა)
საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის სფეროში საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, შესწავლა და წინადადებების მომზადება მათი გაუმჯობესების მიზნით; |
ბ)
სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან არსებული ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზის ანალიზი, შეთანხმებების რეალიზაციის ხელშეწყობა; |
გ)
სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან სახელშეკრულებო ბაზის შემდგომი სრულყოფისა და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით წინადადებების შემუშავება და დასკვნების მომზადება; |
დ)
შეთანხმების პროექტებთან და სხვა საგარეო-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება; |
ე)
ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების ორგანიზება, კომისიის სხდომის ოქმით განსაზღვრული საკითხების მომზადება, კომისიის სხდომის მსვლელობაში მონაწილეობის მიღება და შემდგომში მისი შესრულების მონიტორინგი; |
ვ)
კომპეტენციის ფარგლებში ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობა და შესაბამის ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა; |
ზ)
საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების მიერ მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის (პროგრამები/პროექტები) შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი; |
თ)
საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხებზე მუშაობა და შესაბამისი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადების მიზანშეწონილობის შეფასება კომპეტენციის ფარგლებში; |
ი)
მრავალმხრივი თანამშრომლობის ორგანიზაციებთან და გაერთიანებებთან მიმდინარე საკითხებზე მუშაობა და ურთიერთობების განვითარების მიზნით წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; |
კ)
საქართველოს და უცხოური დელეგაციების ურთიერთვიზიტებისათვის სასაუბროების მომზადება; |
ლ)
კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა დიპლომატიურ კორპუსთან, სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებთან; |
მ)
სამმართველოში შემოსული კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. |
6.
საგარეო ვაჭრობის არასატარიფო რეგულირების სამმართველოს ფუნქციებია: |
ა)
საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემა (EUR1; FormA; CT-1; არაპრეფერენციული); |
ბ)
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვების გაცემა; |
გ)
დსთ-ის წევრ სახელმწიფოებში წარმოებული პროდუქციის საქართველოდან რეექსპორტის შეთანხმება; |
დ)
წინადადებების მომზადება საქართველოს ტერიტორიაზე საექსპორტო კონტროლისა და ექსპორტის ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით;
|
ე)
საგარეო სავაჭრო ოპერაციებში მონაწილე მხარეებისათვის საექსპორტო კონტროლის არსებული კანონმდებლობის და პარტნიორ ქვეყნებთან არსებული უპირატესობების გამოყენების შესახებ კონსულტაციების გაწევა; |
ვ)
გაცემული ნებართვებისა და სერტიფიკატების სტატისტიკური აღრიცხვა და ანალიზი; |
ზ)
სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. |
მუხლი 5.
დეპარტამენტის მოსამსახურეები |
1.
დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. |
2.
დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი. |
3.
დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის და მისი მოადგილის წინაშე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები