„საქართველოს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 04/02/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 11/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.016408
7
04/02/2013
ვებგვერდი, 04/02/2013
010340000.22.027.016408
„საქართველოს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №7

2013 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 26 იანვრის №27 ბრძანებით (სსმ III, 2009 წ., №11, მუხლი 118) დამტკიცებული დანართი №1-ის (საქართველოს მთავარი პროკურატურა) მე-18 და მე-19 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

18

I   კატეგორია – მთავარი პროკურორის მრჩეველი, აპარატის (დეპარტამენტი) მრჩეველი, აპარატის (დეპარტამენტი) ეკონომიკური სამმართველოს მრჩეველი, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის მრჩეველი, სტრატეგიული განვითარებისა და ინოვაციური პროექტების მართვის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს მრჩეველი, სტრატეგიული განვითარებისა და ინოვაციური პროექტების მართვის დეპარტამენტის ინოვაციური პროექტების მართვის სამმართველოს მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი, საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი) მრჩეველი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მრჩეველი, პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობების სამმართველოს მრჩეველი

  1500.0

19

II   კატეგორია – მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, მთავარი პროკურორის მოადგილის მრჩეველი, აპარატის (დეპარტამენტი) მრჩეველი, აპარატის (დეპარტამენტი) ეკონომიკური სამმართველოს მრჩეველი, საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის მრჩეველი, პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობების სამმართველოს მრჩეველი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის, საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტი), ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის,შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტისა  და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის  დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი.

  1050.0

“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი