დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 100 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.034.016164 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით (სსმ III, 17.01.2007 წ., №7, მუხ. 53) დამტკიცებული დებულების:
|
1.
მე-7 მუხლის „ზ“ პუნქტს დაემატოს „ზ.თ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ზ.თ) ქონების მართვის ქვეგანყოფილება“. |
2.
მე-8 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს „თ“ ქვეპუნტი შემდეგი რედაქციით:
„თ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ქონების მართვის ქვეგანყოფილება ახორციელებს: თ.ა) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მართვის, განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის საკითხების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ.ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოს ბალანსზე არსებული ან/და გადმოცემული ქონების სარგებლობაში გადაცემისა და განკარგვისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას; თ.გ) ქონების გადაცემისას სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ და სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან დადგენილი წესით საკითხის შეთანხმებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას; თ.დ) შენობა-ნაგებობების ასაშენებლად შესაბამისი ნებართვების მიღებასა და დოკუმენტაციის მომზადებას, სათანადო სახელმწიფო დაწესებულებებთან შეთანხმებას; ასევე, მშენებლობადასრულებული შენობა-ნაგებობების დადგენილ ვადაში ექსპლუატაციაში მიღების უზრუნველყოფას; თ.ე) უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და შესაბამის დაწესებულებაში წარდგენას; თ.ვ) ხელს უწყობს სააგენტოს შესაბამის კომისიას ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზებაზე კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით; თ.ზ) საფინანსო–საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებასთან ერთად ამზადებს სააგენტოს გამგებლობაში არსებული გამოუსადეგარი (ამორტიზებული) შენობა–ნაგებობებისა და სხვა გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი, გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერასა და განკარგვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას შესაბამისი კომისიების მუშაობის უზრუნველსაყოფად; თ.თ.) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს ქონების განკარგვასთან დაკავშირებული სხვა საკითხების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;“ |
3.
მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს შესაბამის ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობს ინვენტარიზაციის განხორციელების პროცედურებში;’’ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები