დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის №277 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 37 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 28/01/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/01/2013 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 27/03/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010210000.08.002.016740 |
37
28/01/2013
ვებგვერდი, 28/01/2013
010210000.08.002.016740
„შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის
2004 წლის 19 ივლისის №277 ბრძანებულებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის №277 ბრძანებულების (სსმ III, 2004 წ., №74, მუხ. 653) პირველი პუნქტით დამტკიცებულ შეწყალების გამოყენების წესის თაობაზე დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები: |
ა)
მე-2 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისიის შემადგენლობა (თავმჯდომარე, წევრები) განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს სახალხო დამცველი და სხვა წევრები.“; |
ბ)
მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4 შეწყალების შუამდგომლობის (თხოვნის) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისიაზე განსახილველად განმეორებითი თხოვნა შეიძლება შეტანილ იქნეს შუამდგომლობის (თხოვნის) დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღების დღიდან სამი თვის შემდეგ.“. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები