დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.125.016067 |
1
28/01/2013
ვებგვერდი, 31/01/2013
010250020.35.125.016067
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანილი კანონის 181 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
ქ. ტყიბულში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქ. ტყიბულის ზონირების საფუძველზე, შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG X ITL X C X K |
1.
CN
არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; |
2.
IMG
არის ქ. ტყიბულის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.43-ს; |
3.
ITL
არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც შეადგენს:
ა) ცენტრალური ზონისათვის - 1,3-ს; ბ) შუალედური ზონისათვის - 1-ს; გ) პერიფერიული ზონისათვის - 0,7-ს; |
4.
C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს. |
5.
K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ტყიბულის მუნიციპალიტეტში განისაზღვროს 50-ით. |
| მუხლი 2 |
პირეველი მუხლის, მიხედვით ქ. ტყიბულში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: |
1.
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ცენტრალურ ზონაში განისაზღვროს 1,3-ით და შესაბამისად ცენტრალურ ზონაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 6.708 ლარით. |
2.
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი შუალედურ ზონაში განისაზღვროს 1-ით და შესაბამის შუალედურ ზონაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 5,16 ლარით. |
3.
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი პერიფერიულ ზონაში განისაზღვროს 0,7-ით და, შესაბამისად, პერიფერიულ ზონაში სახელმწიფო და და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 3.612 ლარით. |
| მუხლი 3 |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის: |
1.
სოფელებში გელათსა და მოწამეთაში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 300%-ის და, შესაბამასიდ, 15,48 ლარის ოდენობით. |
2.
სოფლებში ორპირსა და კურსებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 200%-ის და, შესაბამისად, 10.32 ლარის ოდენობით. |
3.
სოფლებში საწირესა და ხრესილში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 70%-ის, და შესაბამისად, 3.612 ლარის ოდენობით. |
4.
სოფლებში, რომლებიც არ არის მითითებული ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 30%-ის და, შესაბამისად, 1.548 ლარის ოდენობით. |
| მუხლი 4 |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ის და, შესაბამისად, 1.29 ლარის ოდენობით. |
| მუხლი 5 |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ტყიბულის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის და, შესაბამისად, 2.58 ლარის ოდენობით. |
| მუხლი 6 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ზვიად ობოლაძეს. |
| მუხლი 7 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები