„გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/01/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.148.016134
5
25/01/2013
ვებგვერდი, 30/01/2013
280120000.35.148.016134
„გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №5

2013 წლის 25 იანვარი

ქ. გორი

 

,,გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

       „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის  წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 31/12/2012; 280120000.35.148.016126) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია და მათზე გაიცემა შემდეგი სამედიცინო დახმარება ერთჯერადად:

ა) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულა და არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვევო პოლისი, ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს მანიპულაციის 2000 ლარამდე  ღირებულების შემთხვევაში 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა, ხოლო 2001 ლარიდან ზემოთ  ღირებულების შემთხვევაში 30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა;

ბ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულა, საკეისრო ოპერაციების (ფორმა 100-ში საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენებით) თანადაფინანსება განისაზღვროს 400 ლარით, ხოლო სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულა და არ აქვთ მიღებული ან განახლებული სადაზღვევო პოლისი, ფიზიოლოგიური და საკეისრო მშობიარობის (ფორმა 100-ში საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენებით) დაფინანსება განისაზღვროს 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 400 ლარის ოდენობისა;

გ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომლებსაც გააჩნიათ 70 001-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა – ფიზიოლოგიური მშობიარობის და საკეისრო ოპერაციების (ფორმა 100-ში საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენებით) თანადაფინანსება განისაზღვროს 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 400 ლარისა;

დ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მაცხოვრებლები, რომელთაც გააჩნია 70 001-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა, ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს მანიპულაციის 2000 ლარამდე  ღირებულების შემთხვევაში 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა, ხოლო 2001 ლარიდან ზემოთ  ღირებულების შემთხვევაში 30%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 ლარისა”.

მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე