დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 30 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 25/01/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016509 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის (დანართი №VII-01) გამოყენებით, გარდა ამ ინსტრუქციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. |
2.
45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საფოსტო გზავნილით შემოტანილი (მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანისას) ან გასატანი საქონელი (საქონელთა ჯგუფი), რომელიც პირის მიერ გაცხადებულია იმპორტის ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში;“. |
3.
47-ე მუხლის:
|
ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციით (დანართი №X–01): ა) დეკლარირდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო, საავტომობილო ან საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში და რომლის შემოტანის ორგანიზებას და დეკლარაციის შევსებას ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ე.ა“-„ე.გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ახორციელებს გადამზიდველი; ბ) დეკლარირდება საფოსტო გზავნილით (გარდა საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილისა) შემოტანილი საქონელი (საქონელთა ჯგუფზე), რომელიც პირის მიერ გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში.“. გ) შესაძლებელია ავტონაწილების დეკლარირება, რომელიც გაცხადებულია იმპორტის, საწყობის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში; |
ბ)
მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სპეციალურ სატვირთო საბაჟო დეკლარაციას ავსებს საქონლის გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს პირის (საქონლის მიმღების) წარმომადგენლობას და რომელსაც აქვს დაშვება სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში. შემოსავლების სამსახური საქონლის გამაზიდველის დაშვებას სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში ახორციელებს იმ შემთხვევაში თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: ა) წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტს; ბ) აქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილების და ფიზიკური პირების კუთვნილი უცხოური საქონლის ორგანიზებულად გადაზიდვის სათანადო გამოცდილება და კარგი რეპუტაცია; გ) საქართველოს ტერიტორიაზე აქვს საბაჟო საწყობი; დ) გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა; ე) შეუძლია: ე.ა) განახორციელოს საქონლის წინასწარი დეკლარირება და სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის გაფორმების საგადასახადო ორგანოში წარდგენა სპეციალური ელექტრონული სისტემის გამოყენებით; ე.ბ) საქონლის შეფუთვაზე (ყუთზე, კონტეინერზე) შტრიხკოდის დაფიქსირება; ე.გ) სასაქონლო პარტიის ფორმირება და სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვა; ე.დ) იმპორტიორის მიერ იმპორტის გადასახდელებისა და მომსახურების საფასურის დროულად გადახდის ორგანიზება.“; |
გ)
მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის სწორად შევსებისას, გაფორმების საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დეკლარაციას რეგისტრაციის მიზნით ენიჭება C ნომერი (რაც ნიშნავს, რომ დეკლარაცია რეგისტრირებულია).“; |
დ)
მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:
„91. სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით დეკლარირებული საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას: ა) სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან/და კონტეინერით შემოტანილი საქონელი მოწმობით გადაადგილდება გადამზიდველის საბაჟო საწყობის დანიშნულებით, სადაც: ა.ა) გაფორმების საგადასახადო ორგანოს სპეციალური ელექტრონული სისტემის გამოყენებით ეგზავნება მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალებაზე (კონტეინერზე) არსებული იდენტიფიკაციის საშუალების (საბაჟო ლუქის) მოხსნაზე ნებართვის მისაღებად; ა.ბ) სისტემაში ინტეგრირებული რისკის პროფილების გამოყენებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის (კონტეინერისათვის) განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც ნიშნავს: ა.ბ.ა) „მწვანე დერეფანი“ – საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის დაუსწრებლად ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე (კონტეინერზე) არსებული იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნისა და საქონლის ჩამოტვირთვის უფლებას; ა.ბ.ბ) „წითელი დერეფანი“ – ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე (კონტეინერზე) არსებული იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნასა და საქონლის ჩამოტვირთვას მხოლოდ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით, რომელიც ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში არსებული სასაქონლო პარტიების შტრიხკოდების შედარებას სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში გადამზიდველის მიერ დაფიქსირებულ შტრიხკოდების მონაცემებთან; ბ) გაფორმების საგადასახადო ორგანოს სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით ეგზავნება მოთხოვნა კონკრეტული დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმების დასრულების თაობაზე, რომლის საფუძველზეც, სისტემაში ინტეგრირებული რისკის პროფილების გამოყენებით, დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი: ბ.ა) „მწვანე დერეფანი“ – ნიშნავს საქონლის გაშვებას დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე; ბ.ბ) „წითელი დერეფანი“ – ნიშნავს საქონლის გაფორმებას დეკლარაციისა და ელექტრონულად წარმოდგენილი დოკუმენტების (საჭიროების შემთხვევაში – დეკლარანტთან ან მის წარმომადგენელთან არსებული ეგზემპლარების) კამერალური შემოწმებით, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერებით.“; |
ე)
მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ამ მუხლის 91 პუნქტის შესაბამისად, სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციისათვის მწვანე დერეფნის განსაზღვრის მიუხედავად, საქონლის დათვალიერებაზე გადაწყვეტილება, დეკლარაციის წითელ დერეფანში გადაყვანის ფორმით, შესაძლებელია მიიღოს: ა) გაფორმების დეპარტამენტის უფროსმა/უფროსის მოადგილემ; ბ) გეზ-ის უფროსმა/უფროსის მოადგილემ; გ) გეზ-ის სამმართველოს უფროსმა/განყოფილების უფროსმა; დ) შემოსავლების სამსახურის/გაფორმების დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულმა პირებმა.“; |
ვ)
მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოს მიერ, ამ ინსტრუქციის მე-40 მუხლით განსაზღვრული პირობების (გარდა საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმებისა) შესაბამისად.“; |
ზ)
მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 და მე-16 პუნქტები:
„15. სპეციალურ სატვირთო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია: ა) გადამზიდავის მიერ: ა.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე (კონტეინერზე) არსებული იდენტიფიკაციის საშუალების (საბაჟო ლუქის) მოხსნაზე ნებართვის მისაღებად მოთხოვნის გაგზავნამდე; ა.ბ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილ საქონელზე − კონკრეტული დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმების დასრულების თაობაზე გაფორმების საგადასახადო ორგანოში მოთხოვნის გაგზავნამდე; ბ) გაფორმების ორგანოს მიერ - დეკლარაციის წითელ დერეფანში მოხვედრის შემთხვევაში, ან საქონლის გაშვების (A ნომრის მინიჭების) შემდეგ იმპორტიორის მოთხოვნის საფუძველზე, როდესაც იზრდება საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება, ან როდესაც საქონელს არ დაუტოვებია საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორია. 16. სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის შეფუთვის, მარკირების, გაფორმების ორგანოში წარდგენის, გაფორმების დასრულების მიზნით პროგრამული უზრუნველყოფისა და ინფორმაციის ელექტრონული გაცვლის წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
|
დოკუმენტის კომენტარები