დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280010000.35.112.016099 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
1
29/01/2013
ვებგვერდი, 06/02/2013
280010000.35.112.016099
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/02/2013 - 17/05/2013)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 10 დეკემბრის №34 დადგენილების, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის სოციალური პროგრამების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის №2 განკარგულების შესაბამისად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №6 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი
|
წინამდებარე წესი აწესრიგებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან „სოციალური დაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს. |
თავი I
სოციალური დახმარების სახეები |
მუხლი 1.
ფულადი სოციალური დახმარების სახეები |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაცემას ექვემდებარება შემდეგი ფულადი სოციალური დახმარებები: |
1.
მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა; |
2.
მაღალმთიანი სოფლებიდან მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა; |
3.
ბიკარბონატული ჰემოდიალეზით-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების პროგრამა; |
4.
მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა; |
5.
რეფერალური ცენტრის, ჰუმანიტარული ორგანიზაციებისა და ეროვნულ სკრინინგ ცენტრის თანადაფინანსების პროგრამა; |
6.
იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა; |
7.
მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი შეჭირვებული ოჯახების დახმარების პროგრამა; |
8.
18 წლიდან საპენსიო ასაკის არქმონე მოსახლეობის ოპერაციების თანადაფინანსების პროგრამა; |
9.
მშობიარობის თანადაფინანსების პროგრამა; |
10.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა; |
11.
სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა, ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურებისა და მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა; |
12.
ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გარდაცვლილი მეომრების ოჯახების დახმარების პროგრამა; |
13.
შეჭირვებულ ოჯახთა 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების ოპერაციების თანადაფინანსების პროგრამა; |
14.
ცენტრ ,,იავნანას” თანადაფინანსების პროგრამა. |
თავი II
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება |
მუხლი 2.
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყება |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური (შემდგომში – სამსახური). |
მუხლი 3.
ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა |
1.
სოციალური დახმარების დასანიშნად ან მისაღებად დაინტერესებული პირი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს (საკრებულოს თავმჯდომარე), რომელიც იღებს გადაწყვეტილებას დახმარების დანიშვნის ან მიღების თაობაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. |
2.
გამგეობის შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადებების რეგისტრაციაში გატარებას ქრონოლოგიურად, სპეციალურ, დანომრილ, ბეჭედდასმულ და ზონარგაყრილ ჟურნალში. |
3.
გამგეობაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციითურთ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მოსამზადებლად ეგზავნება შესაბამის სამსახურს. |
4.
მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამის განსახორციელებელი სკოლები განისაზღვრება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ლანჩხუთის რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. პროგრამის განხორციელების აუცილებლობას შეისწავლის გამგეობის შესაბამისი სამსახური, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები და დასკვნას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს. |
მუხლი 4.
განცხადებების განხილვა |
1.
გამგეობაში შემოსულ განცხადებებს კომისიური წესით განიხილავს სამსახური თვეში ორჯერ მაინც. |
2.
საჯარო პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სამსახურის მიერ სოციალური დახმარების გაცემის საკითხთა განხილვაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ დაინტერესებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ამ მიზნით სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს სამსახურის მიერ სოციალური დახმარებების გაცემის საკითხთა განხილვის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ განთავსებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო დაფაზე. |
მუხლი 5.
სამსახურის მიერ დასკვნის მომზადება |
1.
სამსახური სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. |
2.
სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მომზადება ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. |
3.
სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას და ამზადებს დასკვნას ბენეფიციართა საქმეში შესაბამისი შესწორებების შეტანის თაობაზე (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა). ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანების დადგენა, სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის მიერ საცხოვრებელი სახლის ან ბინის შეძენა და ა.შ. |
4.
სამსახური, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ლანჩხუთის რესურსცენტრთან ერთად სასწავლო წლის დასაწყისში მოიპოვებს ინფორმაციას სკოლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რომლებშიც ხორციელდება მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამა და პროგრამის გაგრძელების შესახებ დასკვნას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს. |
მუხლი 6.
სამსახურის სხდომის ოქმები |
1.
სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვის მიზნით სამსახურის ყოველი შეხვედრისას დგება შესაბამისი ოქმი. |
2.
სამსახურის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, დასკვნის სახით, აისახება ამ ოქმში. |
3.
სამსახურის შეხვედრის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას, სამსახურის უფროსის დავალებით, უზრუნველყოფს სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი. |
4.
სამსახურის შეხვედრის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. |
5.
ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი. |
მუხლი 7.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება |
1.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ, რომელიც სამსახურის დასკვნის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას. |
2.
გამგებლის ბრძანებით განისაზღვრება ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა და ინიშნება სოციალური დახმარება. |
3.
მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამის შემთხვევაში გამგებლის ბრძანებით განისაზღვრება სკოლების ჩამონათვალი და მოძრაობის მარშრუტები. პროგრამის განხორციელების მიზნით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ფორმდება ხელშეკრულება. |
4.
გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე წესის 1-ლი მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებული დახმარების გაცემა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს სამსახურის დასკვნის გარეშეც, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. |
მუხლი 8.
ფულადი დახმარების გაცემა |
1.
სოციალური დახმარების გაცემა ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. |
2.
გამგებლის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა და დანიშნულია სოციალური დახმარება, იგზავნება გამგეობის საფინანსო სამსახურში. |
3.
მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურების პროგრამის განხორციელების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების ანაზღაურება ხორციელდება ხელშეკრულების კონტროლის მიზნით შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. |
4.
სოციალური დახმარების გაცემას ახდენს გამგეობის საფინანსო სამსახური უნაღდო ანგარიშსწორების გზით. |
6.
30/01/2015 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
1 -
ვებგვერდი, 03/02/2015
5.
30/04/2014 -
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება -
10 -
ვებგვერდი, 07/05/2014
4.
28/01/2014 -
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება -
2 -
ვებგვერდი, 04/02/2014
3.
24/10/2013 -
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება -
50 -
ვებგვერდი, 30/10/2013
2.
16/08/2013 -
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება -
44 -
ვებგვერდი, 19/08/2013
1.
17/05/2013 -
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება -
32 -
ვებგვერდი, 24/05/2013
დოკუმენტის ცვლილებები
6
მიღების თარიღი : 30/01/2015
გამოქ. თარიღი : 03/02/2015
დოკუმენტის ნომერი : 1
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
5
მიღების თარიღი : 30/04/2014
გამოქ. თარიღი : 07/05/2014
დოკუმენტის ნომერი : 10
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
4
მიღების თარიღი : 28/01/2014
გამოქ. თარიღი : 04/02/2014
დოკუმენტის ნომერი : 2
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
3
მიღების თარიღი : 24/10/2013
გამოქ. თარიღი : 30/10/2013
დოკუმენტის ნომერი : 50
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2
მიღების თარიღი : 16/08/2013
გამოქ. თარიღი : 19/08/2013
დოკუმენტის ნომერი : 44
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1
მიღების თარიღი : 17/05/2013
გამოქ. თარიღი : 24/05/2013
დოკუმენტის ნომერი : 32
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები