„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 16 იანვრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2013
ძალაში შესვლის თარიღი 16/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016160
46
26/01/2013
ვებგვერდი, 29/01/2013
140130000.22.034.016160
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 16 იანვრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №46

2013 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 16 იანვრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 24-ე მუხლებისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 16 იანვრის №19 ბრძანებით (140130000.22.034.016157) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. წესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტში განსაზღვრული ვადით მიიღება:

ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი თანამშრომლის შემცვლელი - ამ დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში გამოსვლამდე;

ბ) შტატგარეშე მოსამსახურე დავალების შესრულების ვადით;

გ) სამოქალაქო პირი და დამხმარე მოსამსახურე შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით;

დ) კანდიდატი გამოსაცდელი ვადით;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.“.

2. წესის 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 32. დეპარტამენტის მოსამსახურეთა დათხოვნა შს ორგანოებიდან

დეპარტამენტის მოსამსახურეები შს ორგანოებიდან შეიძლება დაითხოვონ წინამდებარე წესის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ), გ), დ), ე), ვ), ზ), თ), ი), კ), ლ), ჟ) ქვეპუნქტებისა და კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 16 იანვრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი