„ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ქურთას მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/01/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.146.016034
3
21/01/2013
ვებგვერდი, 28/01/2013
010250040.35.146.016034
„ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქურთას მუნიციპალიტეტი
 

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2013 წლის 21 იანვარი

ქ. გორი

 

,,ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

       „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №4 დადგენილებაში (სსმ, №8, 09/08/2010; 010250040.35.146.000136) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 108-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 108. საკრებულოს სამართლებრივი აქტებისა და სამართლებრივი აქტის პროექტების გამოქვეყნება

1. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი გამოიკვრება საკრებულოს შენობაში სპეციალურ სტენდზე, საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ დებულებით (რეგლამენტით) უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.

2. თუ ნორმატიული აქტის პროექტი დიდი მოცულობისაა, ქვეყნდება მხოლოდ მისი დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ პროექტის გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატსა და გამგეობის რწმუნებულებთან.

3. ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს ასევე ამ დებულების (რეგლამენტის) 135-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, სავალდებულოა გამოქვეყნდეს ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.

4. საკრებულოს ნორმატიული აქტი – საკრებულოს დადგენილება, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ოფიციალურად ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე www.matsne.gov.ge.

5. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების ორგანიზაციულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებები გამოიკვრება საკრებულოს შენობაში სპეციალურ სტენდზე, საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ დებულებით (რეგლამენტით) უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 135-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები განთავსებული უნდა იქნეს თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდზე ან საკრებულოს შენობაში, სპეციალურ სტენდზე“.

,,3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“ და „მ“ პუნქტებით დადგენილი დოკუმენტები აგრეთვე უნდა გამოიკრას გამგეობის რწმუნებულის შენობაში განთავსებულ სპეციალურ სტენდზე ან გამოქვეყნდეს გაზეთში. თუ დოკუმენტი დიდი მოცულობისაა, სპეციალურ სტენდსა ან გაზეთში ქვეყნდება მხოლოდ ამ დოკუმენტის დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ მისი გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატში და გამგეობის რწმუნებულებთან.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ნებიერიძე