დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/01/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.017170 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, მუხლი 849) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ეკონომიკური პოლიტიკა; ვაჭრობა და ინვესტიციები; ტურიზმი; სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; ურბანული განვითარება და სივრცით-ტერიტორიული მოწყობა; მშენებლობა; ელექტრონული კომუნიკაციები; საინფორმაციო ტექნოლოგიები; ფოსტა; ტრანსპორტი; სტანდარტიზაცია და მეტროლოგია; აკრედიტაცია.”; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებებისა და პრიორიტეტების შემუშავება; საზღვარგარეთის ქვეყნებთან, რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება, მოლაპარაკებების კოორდინაცია და განხორციელებაში მონაწილეობა; საქართველოს სავაჭრო რეჟიმების განვითარების საკითხებზე მუშაობა; საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანესი პროექტების რეალიზაციის მიზნით საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან და მათ რეგიონალურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა; “; ბ.ბ) „ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, აკრედიტაციისა და სერტიფიკაციის პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი;”; ბ.გ) „ქ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 2. მე-6 მუხლის „გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისათვის;”; ბ) „ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ამოცანებს;”. 4. მე-9 მუხლის: ა) „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტი – სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და წარმართვა. პრივატიზებისა და სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვის ხელშეწყობა; პრივატიზებისა და სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, წინადადებების მომზადება შესაბამის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების განხორციელების თაობაზე; პრივატიზებასა და სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვასთან დაკავშირებით წლიური ანგარიშის მომზადება;”; ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტი - ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ანალიზი და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება; ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების ამსახველი პერიოდული საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება; ქვეყნის ეკონომიკური რეფორმებისა და ინსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირების სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა; ეკონომიკის დარგების ანალიზი; შესაბამის უწყებებთან ერთად დარგობრივი და რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ქვეყანაში არსებული სამეწარმეო გარემოს ანალიზი; კანონპროექტებისა და სხვა სახის ინიციატივების შეფასება სამეწარმეო გარემოს რეგულირებაზე ზეგავლენის თვალსაზრისით; სამეწარმეო გარემოს ანალიზი არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; მეწარმეებთან დიალოგის წარმოება, მათთან პერიოდული შეხვედრებისა და გამოკითხვების ორგანიზების საშუალებით სამეწარმეო სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო და სამთავრობათაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში, რეგულირების ზემოქმედების შეფასების მიზნით სამართლებრივი აქტების ანალიზთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობის მიღება; “; გ) „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი – ქვეყნის საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო და რეგიონალური ეკონომიკური გაერთიანებების სტრუქტურებთან თანამშრომლობა; წინადადებათა შემუშავება სახელმწიფოთაშორისი და რეგიონალური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარების შესახებ; საზღვარგარეთის ქვეყნებთან, რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სავაჭრო-ეკონომიკური ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება, მოლაპარაკებების კოორდინაცია და განხორციელებაში მონაწილეობა; საქართველოს სავაჭრო რეჟიმების განვითარების საკითხებზე მუშაობა; ქვეყნის სავაჭრო ბალანსის ანალიზი და წინადადებათა მომზადება მისი გაუმჯობესების თაობაზე; საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებულ ეკონომიკურ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობიდან გამომდინარე ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ანალიზი და წინადადებათა მომზადება ვაჭრობის სფეროს საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და დონორებთან თანამშრომლობის ძირითად მიმართულებათა შემუშავება; საერთაშორისო პროგრამების მიზანშეწონილობის ანალიზი და შეფასება; კომპეტენციის ფარგლებში ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობა და შესაბამის ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა; დსთ-ს წევრ სახელმწიფოებში წარმოებული პროდუქციის საქართველოდან რეექსპორტის შეთანხმება, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატებისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვების გაცემისა და დამოწმების უზრუნველყოფა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში; თანამშრომლობა დიპლომატიურ კორპუსთან, სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებთან;”; დ) „ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) იურიდიული დეპარტამენტი – სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავება და გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში შესრულება და შესრულების კოორდინაცია; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; სხვადასხვა უწყებიდან შემოსული, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება; დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე წინადადებათა მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს მთავრობაში, საქართველოს პარლამენტში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა ან/და კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამართლებრივი უზრუნველყოფა; სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში; მოქალაქეთა, იურიდიულ და სხვა პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებების პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა; სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ და სამინისტროსთვის წარდგენილ ხელშეკრულებათა პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; იმ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი, რომლებიც დადებულია სამინისტროს მიერ და სამინისტროსა და სსიპ ”სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე არ ექვემდებარება სააგენტოს მხრიდან მონიტორინგის განხორციელებას;”. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები