სს „პაშა ბანკი საქართველოზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

  • Word
სს „პაშა ბანკი საქართველოზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 17/01/2013
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
27
17/01/2013
ვებგვერდი, 22/01/2013
სს „პაშა ბანკი საქართველოზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება 27

2013 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

სს პაშა ბანკი საქართველოზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის, კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე -4 მუხლის პირველი პუნქტის, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის მე -6 მუხლის 34 -ე პუნქტის და მე -13 მუხლის, საბანკო დაწესებულებების ლიცენზირების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 10 სექტემბრის 84 ბრძანებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის 225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. გაიცეს სს პაშა ბანკი საქართველოზე განუსაზღვრელი ვადით საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

2. სს პაშა ბანკი საქართველოზე სალიცენზიო მოწმობა გაიცეს ლიცენზიის შესაბამისი ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე და ინფორმაცია ლიცენზიის გაცემის თაობაზე შეტანილ იქნს ეროვნული ბანკის სალიცენზიო რეესტრში.

3. აღნიშნული განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე -12 კილომეტრი 6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ვიცე-პრეზიდენტი                                             ო. ნადარაია