„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/01/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016106
2
18/01/2013
ვებგვერდი, 24/01/2013
010250050.35.157.016106
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2013 წლის 18 იანვარი

ქ. თეთრიწყარო

 

 

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/4 დადგენილებით (ვებგვერდი, 111226034, 29/12/2011, სარეგ.კოდი 010250050.35.157.016071) დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 


მუხლი 1
---
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/4 დადგენილებით (ვებგვერდი, 111226034, 29/12/2011, სარეგ.კოდი 010250050.35.157.016071) დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

2. სამსახურში ფუნქციონირებს სტრუქტურული ქვედანაყოფები – განყოფილებები:

ა) საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილება;

ბ) საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება;

გ) ქონების მართვის განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელიც:

ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და პასუხს აგებს სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე, მოქმედი საფინანსო-საბიუჯეტო კანონმდებლობის დაცვასა და სწორად გამოყენებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის, კოორდინაციას და კონტროლს უწევს მათ საქმიანობას, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე, უქმნის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;

გ) სამსახურის საქმიანობის ძირითადი მომართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის დებულებას, მის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას;

დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ე) მოქმედი წესის შესაბამისად თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად გამგებელს წარუდგენს სამსახურის მოსამსახურეთა კანდიდატურას;

ვ) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სხვა მოსამსახურეთა პასუხისმგებლობას სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებაზე;

ზ) დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს საშტატო განრიგისა და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში;

თ) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის საფინანსო დოკუმენტებს, მათ შორის, საგადასახადო დავალებებს, ბანკის ჩეკს, დეკლარაციებს და სხვა ფინანსური ხასიათის დოკუმენტებს;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსი  ფუნქციონალური ნიშნის მიხედვით ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს (სპეციალისტები) შორის, სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს მათ სამოქმედო უბანს;

განყოფილების უფროსი, ისევე როგორც სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი სპეციალისტი.

7. განყოფილების მოხელეების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“

2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/4 დადგენილებით (ვებგვერდი, 111226034, 29/12/2011, სარეგ.კოდი 010250050.35.157.016071) დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულებას“ დაემატოს 41 მუხლი  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ მუხლი 41. საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილება

 საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილება უზრუნველყოფს:

 ა) თვითმმართველი ერთეულის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელებას, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მეთოდოლოგიური დახმარების გაწევას, ბიუჯეტის პროექტის შედგენის უზრუნველსაყოფად მითითებების, წერილების, ინსტრუქციების, მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმების მომზადებას;

 ბ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების საფინანსო პროგნოზირებას, ნაერთი ხარჯთაღრიცხვის პროექტების ანალიზის ჩატარებას და საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადებას მათ დასაზუსტებლად;

 გ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენის სამუშაოების ორგანიზაციას, თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, გამგეობის სხვა სამსახურებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან საქმიანობის კოორდინაციით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების მიხედვით ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას, საკრებულოს ბიუროს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის კორექტირებას;

 დ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით;

 ე) საქართველოს კანონმდებლობების შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების შემოსულობებისა და გადასახდელების დაბალანსებას;

 ვ) ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ანალიზსს, ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდისა და გადასახდელებში ეკონომიის მიზნით წინადადებების მომზადებას;

 ზ) ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების სამუშაოთა ორგანიზაციის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას;

 თ) მიზნობრივი და სარეზერვო ფონდების შექმნის შესახებ წინადადებების მომზადებას;

 ი) სესხის აღებისა და გაცემის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი ხელშეკრულების პროექტის მომზადებას;

 კ) ინვენსტირების მიმართულებების, საკუთარი, აგრეთვე ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრის შესახებ, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულებთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ წინადადებების და შესაბამის ხელშეკრულებათა პროექტების მომზადებას;

 ლ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად წლიური განწერის მიხედვით ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამებისა და სამუშაოების დაფინანსებას;

მ) დადგენილი ფორმის მიხედვით ბიუჯეტის შესრულების შესახებ თვის, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებას;

ნ) აღრიცხავს და აკონტროლებს ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსულობების მიღებას და ხარჯის გაწევას, ამზადებს ანგარიშებს და დასკვნებს სახსრების რაციონალურად გამოყენების შესახებ;

 ო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობებით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.“

3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის №16/4 დადგენილებით (ვებგვერდი, 111226034, 29/12/2011, სარეგ.კოდი 010250050.35.157.016071) დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების“ მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების ფუნქციები

საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ სისტემატური (ყოველდღიური) ინფორმაციის მიღებას, ბიუჯეტის შემოსულობების მდგომარეობის გაანალიზებასა და წინადადებების მომზადებას;

ბ) გამგეობის სტრუქტურულ და ტერიტორიულ ორგანოებში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებათა და თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ საწარმოებში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მდგომარეობის კონტროლს, მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური გამოყენებისათვის მეთოდოლოგიური დახმარების გაწევას;

გ) კონტროლის განხორციელებას ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების და თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების პერიოდული და წლიური ანგარიშების განხილვასა და ანალიზს;

დ) წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებიდან ბიუჯეტის კუთვნილი თანხების დაგეგმვისა და ბიუჯეტში სრულად ჩარიცხვის მიზნით, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების, ორგანიზაციების ბალანსებისა და ანგარიშების კონტროლს და ანალიზს;

ე) საბიუჯეტო ანგარიშებზე შემოსულობებისა და გადასახდელების ყოველდღიურ დამუშავებას ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით;

ვ) მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციებიდან მიღებული ყოველთვიური ანგარიშების საფუძველზე კრეფსითი ანგარიშების შედგენას, ამ ანგარიშების გაანალიზებას და სათანადო ორგანოებში წარდგენას; 

ზ) საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული საფინანსო-საბიუჯეტო დარგის მუშაკებისათვის მეთოდური დახმარების გაწევას;

თ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

ი) თვითმმართველი ერთეულის ორგანოსა და გამგეობასთან შექმნილი სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო და სხვა ორგანიზაციების ხარჯთაღრიცხვების შესრულებას, აღრიცხვა-ანგარიშგების მიმდინარეობას, ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების დაცულობას, ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების სწორად და ეკონომიურად ხარჯვის სისტემატიურ კონტროლს, ხარჯთაღრიცხვების შესრულების კვარტალურ და წლიურ ანგარიშსწორებების სწორად და დროულ შედგენას;

კ) აღსარიცხავად შემოსული საბუთების კანონიერებას, მათი სისწორის შემოწმებას და დროულად გაფორმებას, ფულადი სახსრების დამტკიცებული ასიგნების შესაბამისი ხარჯვის შემოწმებას;

ლ) დაწესებულ ვადაში მატერიალური ფასეულობების, ნაღდი ფულისა და ანგარიშწორებების ინვენტარიზაციას, ამ სამუშაოთა შესრულებაში უშუალო მონაწილეობით;

მ) აწარმოებს საკასო და საბანკო ოპერაციებზე კონტროლს, საბუღალტრო ანგარიშებისა და ბალანსების ანალიზს, ხარჯთაღრიცხვების, საბანკო ოპერაციების სისტემატიურ და ანალიზურ აღრიცხვიანობას;

ნ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ადგენს კვარტალური და წლიური ბალანსების ანგარიშებს, რომელიც წარედგინება საფინანსო-საბიუჯეტო და სტატისტიკურ ორგანოებს;

ო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი მესტვირიშვილი