დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 31 აგვისტოს №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010170000.22.029.016040 |
|
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 31 აგვისტოს №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 31 აგვისტოს №112 ბრძანებაში (სსმ, 05.09.2012, 010170000.22.029.016035) და ამავე ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 31 აგვისტოს №112 ბრძანება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „რ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესი თანდართული სახით. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2008 წლის 1 ივლისის №78 ბრძანება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“. 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.“ ბ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შინაგანაწესის“ (შემდგომში - შინაგანაწესი) პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) მოსამსახურის/კანდიდატის მოვალეობანი.“ გ) შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 10.00 სთ-დან 19.00 სთ-მდე. მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით, სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს არა უმეტეს ერთი საათით. 3. დღის განმავლობაში მოსამსახურისათვის განსაზღვრულია შესვენების დრო 14.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე. 4. მოსამსახურის სამსახურში გამოცხადება და სამუშაო ადგილის დატოვება ფიქსირდება სპეციალური ტექნიკური საშუალების მეშვეობით, პირადობის მოწმობის (ID ბარათი) ან ელექტრონული ბარათის გამოყენებით.“ დ) შინაგანაწესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. შვებულების გამოყენების წესი 1. მოსამსახურე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ხანგრძლივობით. 2. შვებულების მოთხოვნის შესახებ განცხადება, ელექტრონული ფორმით წარედგინება მინისტრს, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის ვიზირების (თანხმობის) შემდგომ, საშვებულებო პერიოდის დაწყებამდე 3 სამუშაო დღით ადრე მაინც. 3. სტუქტურული ქვედანაყოფის უფროსი უფლებამოსილია, უარი თქვას მოსამსახურის მიერ შვებულებით სარგებლობაზე, თუ მოცემულ პერიოდში, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შვებულებით სარგებლობა მიზანშეწონილი არ არის. უარი უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული. 4. მოსამსახურე უფლებამოსილია ნაწილ-ნაწილ გამოიყენოს კუთვნილი შვებულება. 5. მოსამსახურის შვებულების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. 6. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსამსახურის შვებულებიდან გამოძახება მისივე თანხმობით, შესაბამისი ბრძანების საფუძველზე - შვებულების შეწყვეტის გზით. აღნიშნული ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენს მინისტრის სახელზე წარდგენილი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოხსენებითი ბარათი, რომელშიც დასაბუთებულია მოსამსახურის შვებულებიდან გამოძახების აუცილებლობა.“ ე) შინაგანაწესის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი 1. წინასწარ ცნობილი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე ვალდებულია წინასწარ წარუდგინოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს, ხოლო სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ან მინისტრის მოადგილე – მინისტრს განცხადება ელექტრონული ფორმით სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზის მითითებით. 2. წინასწარ უცნობი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამსახურში დაგვიანების შემთხვევაში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე ვალდებულია, შეძლებისდაგვარად, სამსახურში გამოცხადებამდე აცნობოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს, ხოლო სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ან მინისტრის მოადგილე – მინისტრს გამოუცხადებლობის მიზეზი და სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდი, ხოლო სამსახურში გამოცხადების შემდეგ კი წარუდგინოს მოხსენებითი ბარათი ელექტრონული ფორმით სამსახურში გამოუცხადებლობის ან დაგვიანების მიზეზების მითითებით. ამ შემთხვევაში მოსამსახურეს უფლება აქვს, შვებულების გარდა, წლის განმავლობაში გამოიყენოს დამატებით 10 კალენდარული დღე, მაგრამ არა უმეტეს თვეში 2 კალენდარული დღისა. აღნიშნულ პერიოდში სამსახურში გამოუცხადებლობის ან დაგვიანების საპატიოდ ჩათვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ან მინისტრი. 3. მოსამსახურის პასუხისმგებლობა სამსახურში გამოუცხადებლობის გამო განისაზღვრება კანონმდებლობით.“ ვ) შინაგანაწესის მე-8 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსამსახურის მივლინება ფორმდება ბრძანებით, რომლის საფუძველია მინისტრის დავალება ან/და მოხსენებითი ბარათი. 5. მივლინების გაუქმების, გადატანის, გაგრძელების ან რაიმე სახის ცვლილებების შემთხვევაში, 5 დღის ვადაში, უფლებამოსილი პირის მიერ მზადდება მოხსენებითი ბარათი, რომელიც უნდა დადასტურდეს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ.“ ზ) შინაგანაწესის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მოსამსახურის/კანდიდატის მოვალეობანი 1. მოსამსახურე ვალდებულია: ა) პირნათლად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი; ბ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება; გ) შეასრულოს ხელმძღვანელის ბრძანება, განკარგულება და მითითება, რომლებიც გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში; დ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს სამინისტროს მუშაობას და ლახავს საჯარო სამსახურის ავტორიტეტს; ე) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები; ვ) დაიცვას საჯარო მოსამსახურეთა ქცევის წესები და სამინისტროს შინაგანაწესი; ზ) წესრიგში ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე სამინისტროს შენობაში და მის ტერიტორიაზე. თ) სამუშაო საათებში არ დაუშვას კომპიუტერისა და ინტერნეტის რესურსების არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება; ი) დაიცვას „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები. 2. კანდიდატი ვალდებულია შრომითი ურთიერთობის გაფორმებამდე, სამინისტროს წარუდგინოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები ან/და სამინისტროს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა შრომითი ურთიერთობის გაფორმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში). 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენამდე სამინისტრო უფლებამოსილია არ გააფორმოს შრომითი ურთიერთობა.“ თ) შინაგანაწესის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი 1. მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წახალისების ფორმა. 2. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს ეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 3. შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის ერთი თვის განმავლობაში სამჯერ შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წინათ გამოყენებულზე უფრო მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. აღნიშნულ პროცესზე კონტროლს ახორციელებს შიდა აუდიტის დეპარტამენტი და სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის კადრების სამმართველო. 4. შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობად არ ჩაითვლება სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება 30 წუთამდე დროით, თუ მას არა აქვს სისტემატური ხასიათი (კვირაში არა უმეტეს 2 შემთხვევა). ი) შინაგანაწესის მე-12 მუხლში მითითებული შემოვლის ფურცელი (დანართი №1) შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „დანართი №1 შემოვლის ფურცელი ————————————————————————————————————— (მოსამსახურის გვარი, სახელი)
ადმინისტრაციული დეპარტამენტის კადრების სამმართველოს: ———————————————————————————————————— (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა) საფინანსო დეპარტამენტის: ა) ———————————————————————————————— (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა) ბ) ———————————————————————————————— (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა)
მოსამსახურის ხელმოწერა ————————————————
თარიღი —————————————————————————“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები