ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/01/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 04/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.156.016120
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
18/01/2013
ვებგვერდი, 23/01/2013
210020010.35.156.016120
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/01/2013 - 15/03/2013)

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №2

2013 წლის 18 იანვარი

ქ. დმანისი

 

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა  და ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე   ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე  ერთ ჰექტარზე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):

 

                                                მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

1

სათიბები  (ბუნებრივი და გაკულტურებული)

20

2

საძოვრები (ბუნებრივი და  გაკულტურებული)

16

3

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები

3

4

სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის 

82

5

ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით

41

 
2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე  ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების წლიური გადასახადის განაკვეთებია:

 

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი

(ლარი)

1

ქალაქი დმანისი

0.24

0,42

0,1008

2

დმანისის მუნიციპალიტეტის დანარჩენი  ტერიტორიები

             0.24

            0,21

0,0504

 

მუხლი 2
ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:
ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);
ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;
გ) ავტოფარეხები.
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის №2-8 დადგენილება (ვებგვერდი, 030211, 03/02/2011 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.156.016038) ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ’’.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ადუაშვილი