„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016504
18
22/01/2013
ვებგვერდი, 25/01/2013
200090000.22.033.016504
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება   №18

2013 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

 

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011წ., 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:
1.

დანართი NV-03 -ის „ნაწილი IV“  და „ნაწილი V“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნაწილი IV

მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშება

 

 

ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ

 

 

 

 

მიწის ტიპი (მიწის ნაკვეთის დანიშნულება და

კატეგორია)

 

 

 

 

მდებარეობა

 

 

 

ფართობი (ჰა; კვ.მ)

 

 

 

 

შეღავათი

 

ფართობი, რომელზეც არ ვრცელდება შეღავათი

 

გადასახადის განაკვეთი (ლარი)

 

ქონების გადასახადი (ლარი)

1

2

3

4

5

6

7

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯამი

 

 

 

 

 

 

 

 

ჯამი

ჯამი

შენიშვნა:

დეკლარაცია  საგადასახადო  ორგანოს  წარედგინება  არა  უგვიანეს  კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი მიწის შესახებ აისახება მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით.

დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობას და სისრულეს ვადასტურებ:

          გადასახადის

––––––––––––––––

გადამხდელის

 

     (ხელმოწერა) (თარიღი)

 

გადამხდელის პირადი ნომერი                        

  გვერდი

 

ნაწილი V

დასაბეგრ ქონებაზე  (გარდა მიწისა) ქონების გადასახადის გაანგარიშება

 

 

ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქონებ ის ტიპი

 

 

 

 

 

 

მდებარე ობა

 

დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულება (ლარი)

 

 

 

 

 

 

შეღავათ ი

 

ღირებუ ლება, რომელზეც არ ვრცელდ ება შეღავათი

საკუთრებაშ ი

(სარგებლობაში, ფაქტობრივ მფლობელობაში) არსებობის პერიოდი (თვე)

 

 

 

გადას ახადის განაკვ ეთი (%)

 

 

 

 

ქონების გადასახადი

(ლარი)

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ

 

 

 

           შენიშვნა:

მონაცემები    დასაბეგრი    ქონების,    მათ     შორის,    ეკონომიკური    საქმიანობისათვის გამოყენებული ქონების შესახებ, გარდა მიწისა, აისახება გასული საგადასახადო წლის მიხედვით.

დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობას და სისრულეს ვადასტურებ:

გადასახადის

–––––––––––––––– 

გადამხდელის

გადამხდელის პირადი ნომერი   

_______________                                                                         

 (ხელმოწერა) (თარიღი)

__________________

გვერდი

_________________;

2. 91-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 91. ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსება

1. დეკლარაციის „I ნაწილში“ აისახება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტის, დეკლარაციის ტიპის (პირველადი/შესწორებული) და საანგარიშო პერიოდის შესახებ.

2. დეკლარაციის ყველა გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი. თანდართული  დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობა. ამასთან, დეკლარაციაში ასახული მონაცემების უტყუარობა და  სისრულე ხელმოწერით დასტურდება გადამხდელის მიერ თარიღის (რიცხვი, თვე, წელი) მითითებით.

3. დეკლარაციის „II ნაწილი“ ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და აისახება ინფორმაცია საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ.

4. დეკლარაციის „ III ნაწილის“:

ა) პირველ პუნქტში აისახება მონაცემები გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის ოჯახის წევრის (წევრების) შესახებ და ივსება იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი ავსებს საოჯახო დეკლარაციას;

ბ) მე-2 პუნქტში მიეთითება ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული  წლის  წინა   წლის    განმავლობაში    მიღებული შემოსავლების ჯამი. აღნიშნული მიზნით უჯრა,  რომელიც    შეესაბამება   დეკლარანტის    ოჯახის ჯამურ შემოსავლებს (არ აღემატება 40 000 ლარს; შეადგენს 40 000-დან 100 000 ლარს; აღემატება 100 000 ლარს) აღინიშნება „V” ნიშნით.

5. დეკლარაციის „IV ნაწილში“ განისაზღვრება მიწაზე ქონების წლიური გადასახადის ოდენობა. ამასთან, თუ დეკლარაცია საოჯახოა მასში აისახება ფიზიკური პირის ოჯახის წევრთა საკუთრებაში არსებული დასაბეგრი ქონებაც (მიწა), სხვა შემთხვევაში, მასში აისახება მხოლოდ გადასახადის გადამხდელი ფიზიკურის პირის ქონება (მიწა).

ა) მე-2 სვეტში: მიწის ტიპი –მიეთითება მიწის ნაკვეთის დანიშნულება (სასოფლო- სამეურნეო,   არასასოფლო-სამეურნეო, ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისთვის გამოყოფილი მიწები, ტყის მიწები ან ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო- სამეურნეო დანიშნულებით), კატეგორია (სახნავი (მათ შორის მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე), სათიბები (მათ შორის ბუნებრივი   და   გაკულტურებული), საძოვრები (მათ შორის ბუნებრივი და გაკულტურებული), საკარმიდამო, ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით);

ბ)    მე-3  სვეტში:  „მდებარეობა“-  მიეთითება  იმ ადგილობრივი  თვითმმართველობის სუბიექტის  დასახელება, რომლის ტერიტორიაზე განთავსებულია კონკრეტული დასაბეგრი ობიექტი (მიწის ნაკვეთი);

გ) მე-4 სვეტში: „ფართობი“- აისახება მიწის ნაკვეთის ფართობი: სასოფლო–სამეურნეო მიწის შემთხვევაში - ჰა-ში,  არასასოფლო–სამეურნეო მიწის შემთხვევაში - კვ.მ -ში;

დ) მე-5 სვეტში: „შეღავათი“ - მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისი ქვეპუნქტი.

ე)   მე-6   სვეტში:    „ფართობი,   რომელზეც არ    ვრცელდება   შეღავათი“    მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათით შემცირებული კონკრეტული ობიექტის ფართობი.

ვ) მე-7 სვეტში: „გადასახადის განაკვეთი (ლარი)“ – ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და მიეთითება ქონების   ადგილმდებარეობის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შემოღებული ქონების გადასახადის დიფერენცირებული განაკვეთი.

ზ) მე-8 სვეტში: „ქონების გადასახადი“ – ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ, რომელიც ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს ცალკეული ტერიტორიული ერთეულის მიხედვით შემოღებული გადასახადის განაკვეთის შესაბამისად.

თ) დეკლარაციის „IV ნაწილში“ მონაცემები დასაბეგრი მიწის შესახებ აისახება მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით 1 აპრილის მდგომარეობით.

6. თუ გადასახადის გადამხდელი მხოლოდ მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის მიზნით   ავსებს   ფიზიკური   პირის   ქონების   გადასახადის   წლიურ   დეკლარაციას,   არ შეივსება დეკლარაციის  V ნაწილი.

7. დეკლარაციის „V ნაწილში“ განისაზღვრება ქონების გადასახადი დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა), მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ქონებაზე (გარდა მიწისა) და შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტების ტერიტორიების მიხედვით მისი განაწილება.

ა) თუ დეკლარაცია საოჯახოა „V ნაწილში“ აისახება ფიზიკური პირის ოჯახის წევრთა საკუთრებაში არსებული, მათ შორის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული დასაბეგრი ქონებაც,  სხვა  შემთხვევაში  მასში აისახება    მხოლოდ   გადასახადის    გადამხდელი ფიზიკურის პირის ქონება.

ბ) მე-2 სვეტში: „ქონების ტიპი“ მიეთითება:

ბ.ა) ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი (საცხოვრებელი სახლი, აგარაკი, ავტოფარეხი), ან/და იახტები (კატარღები) შვეულმფრენები, თვითმფრინავები.

ბ.ბ) არარეზიდენტისგან ლიზინგით მიღებულ ქონება;

ბ.გ)   ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონება.

გ) მე-3 სვეტში: „მდებარეობა“ მიეთითება იმ ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტის  დასახელება,    რომლის     ტერიტორიაზე     განთავსებულია     კონკრეტული დასაბეგრი ობიექტი;

დ) მე-4 სვეტში: „დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულება (ლარი)” აისახება:

დ.ა)   ადგილობრივი   თვითმმართველობის    შესაბამისი    სუბიექტის    ტერიტორიაზე არსებული გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ქონების ან/და ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების საბაზრო ღირებულება საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის;

დ.ბ) ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების შემთხვევაში (მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები, საოფისე ინვენტარი და სხვა) მიეთითება აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება ჯამურად, საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის;

ე) მე-5 სვეტში: „შეღავათი“ – მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისი ქვეპუნქტი;

ვ) მე-6 სვეტში: „ქონების ღირებულება შეღავათის გათვალისწინებით“ – აისახება საქართველოს                             საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით შემცირებული ქონების ღირებულება;

ზ)    მე-7    სვეტში:    „საკუთრებაში    (საარგებლობაში,    ფაქტობრივ    მფლობელობაში) არსებობის პერიოდი (თვე)“ - მიეთითება საგადასახადო წლის განმავლობაში, ფიზიკური პირის საკუთრებაში (სარგებლობაში, ფაქტობრივ მფლობელობაში) ან/და ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებული დასაბეგრი ქონების ფიზიკური პირის საკუთრებაში (სარგებლობაში, ფაქტობრივ მფლობელობაში) არსებობის თვეების რაოდენობა;

თ) მე-8 სვეტში: „გადასახადის განაკვეთი %“ – ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ და მიეთითება ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შემოღებული ქონების გადასახადის დიფერენცირებული განაკვეთი;

ი) მე-9 სვეტში: „ქონების გადასახადი (ლარი)“ - ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ, რომელიც ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს ცალკეული ტერიტორიული ერთეულის მიხედვით შემოღებული გადასახადის განაკვეთის და ამ ტერიტორიაზე არსებული დასაბეგრი ობიექტის ღირებულების შესაბამისად;

კ) დეკლარაციის „V ნაწილში“ მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ აისახება წინა საგადასახადო წლის მიხედვით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური