დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საზღვარზე გამშვები პუნქტების შესახებ 1996 წლის 4 აპრილის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18/181 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 08/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016169 |
|
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საზღვარზე გამშვები პუნქტების შესახებ 1996 წლის 4 აპრილის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ |
საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი,
მხედველობაში იღებენ რა, „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საზღვარზე გამშვები პუნქტების შესახებ 1996 წლის 4 აპრილის შეთანხმების” მე-3 და მე-4 მუხლებს, რომელიც მხარეებს აძლევს უფლებამოსილებას დააარსონ გამშვები პუნქტი საერთაშორისო ვაჭრობისათვის ყველაზე უფრო ხელსაყრელ ადგილზე;
ითვალისწინებენ რა, რომ ორ ქვეყანას შორის საბაჟო საზღვარზე ახალი გამშვები პუნქტების გახსნა კიდევ უფრო გაზრდის რეგიონის, როგორც ევროაზიის სატრანზიტო დერეფნის როლს, აამაღლებს ორივე ქვეყნის კეთილდღეობას, ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის განვითარებას;
შეთანხმდნენ შემდეგზე: |
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილებები „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საზღვარზე გამშვები პუნქტების შესახებ 1996 წლის 4 აპრილის შეთანხმებაში”, კერძოდ:
„მხარეები საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის საბაჟო საზღვრებზე ხსნიან შემდეგ გამშვებ პუნქტებს: საავტომობილო: ა) სარფი (საქართველო) – სარფი (თურქეთი) ბ) ახალციხე (საქართველო) – პოსოფი-თურქგოზუ (თურქეთი) გ) კარწახი (საქართველო) – აკთაში/ჩილდირ (თურქეთი) დ) მარადიდი (საქართველო) – მურათლი (თურქეთი)
სარკინიგზო: დ) კარწახი (საქართველო) – ქანბაზე/დემირ იპეკიოლუ (თურქეთი)“.
მუხლი 2
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან, რომლის მეშვეობით მხარეები ერთმანეთს დიპლომატიური არხებით შეატყობინებენ შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე.
ეს შეთანხმება წარმოადგენს „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საზღვარზე გამშვები პუნქტების შესახებ 1996 წლის 4 აპრილის შეთანხმების” განუყოფელ ნაწილს.
შესრულებულია თბილისში, 2012 წლის 28 სექტემბერს, ორ პირად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ტექსტებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები