„საქართველოს ეროვნული ბანკის“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ეროვნული ბანკის“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1754
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/12/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1(8), 14/01/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.04.001.000.471
  • Word
1754
24/12/1998
სსმ, 1(8), 14/01/1999
220.010.000.04.001.000.471
„საქართველოს ეროვნული ბანკის“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს ეროვნული ბანკის“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საქართველოს ეროვნული ბანკის“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, №27-30, მუხ. 642) 59-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს მოსთხოვოს ფასიანი ქაღალდების კომისიას კომისიის მიერ ბანკების იმ შვილობილი კომპანიების შემოწმება, რომელთაც კომისიისაგან მიღებული აქვთ ლიცენზია საბროკერო კომპანიის საქმიანობაზე, რათა აიცილოს რისკი ბანკის მიმართ, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ბანკის შვილობილი კომპანიის გაუმართლებელი საქმიანობით. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს თავისი წარმომადგენლის ჩართვა კომისიის მიერ ბანკის შვილობილი საბროკერო კომპანიის შემოწმებისათვის მივლენილ ჯგუფში“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი               . შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 24 დეკემბერი.

№1754-რს