დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.163.016100 |
|
„თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, |
| მუხლი 1 |
„თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №38 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
„1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი განისაზღვროს 8400,1 ათ. ლარით.“. 2. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვროს 8400,1 ათ. ლარით.“. 3. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.2. „ მუნიციპალიტეტის გამგეობის“ ხარჯი განისაზღვროს 1860,8 ათ.ლარით; 4. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.7“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.7. „ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა“ – ს ხარჯი განისაზღვროს 113,9 ლარით; 5. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.8“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.8. „გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, მოვლა-შენახვისა და მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებები“ – ს ხარჯი განისაზღვროს 398,5 ათ.ლარით; 6. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.10“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.10. „სოფლად წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“ – ს ხარჯი განისაზღვროს 364,2 ათ.ლარით; 7. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.12“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.12. „ ჩამდინარე წყლების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის ღონისძიებები“ – ს ხარჯი განისაზღვროს 55,7 ათ.ლარით; 8. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.13“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3.13. „მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოების„ ხარჯი განისაზღვროს 305,3 ათ.ლარით;“. 9. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.23“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.23. „ ააიპ სასპორტო გაერთიანების“ ხარჯი განისაზღვროს 285,0 ათ.ლარით; 10. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტის „3.39“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.39. „ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება“ – ს ხარჯი განისაზღვროს 35,0 ათ.ლარით; 11. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტს დაემატოს „3.48“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „3.48. „ დავალიანებების დაფარვის“ ხარჯი განისაზღვროს 86,3 ათ.ლარით; 12. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტს დაემატოს „3.49“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: 3.49. „გარემოს დაცვის ღონისძიებების“ ხარჯი განისაზღვროს 1,1 ათ.ლარით;“. 13. დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტს დაემატოს „3.50“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „3.50. „ საფეხბურთო სკოლა კახეთის“ ხარჯი განისაზღვროს 65,0 ათ.ლარით;“. |
| მუხლი 2 |
აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №38 დადგენილების დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
1) თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები განისაზღვროს დანართი №1 შესაბამისად; 2) თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვროს დანართი №2 შესაბამისად; 3) თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს განისაზღვროს დანართი №3 შესაბამისად; 4) თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით განისაზღვროს დანართი №4 შესაბამისად;
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
|
დანართი №2
|
თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობები
|
|
დანართი №3
|
თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
|
დანართი №4
|
თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები