დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო აქტების ჩანაწერების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების, რეკვიზიტებისა და ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 მარტის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/02/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.027.016403 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სამოქალაქო აქტების ჩანაწერების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების, რეკვიზიტებისა და ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 მარტის №39 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 21.03.2012, 010240030.22.027.016255) შეტანილ იქნეს ცვლილება: |
1.
მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ელექტრონული ფორმით შევსებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერს რიგითი ნომერი მიენიჭება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით. ელექტრონული საშუალებით შევსებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რიგითი ნომერი შედგება 11 ციფრისაგან, აქედან: პირველი ორი აღნიშნავს სამოქალაქო აქტის ჩანაწერის დასამოწმებელი ბეჭდის კოდს, შემდეგი ორი ციფრი აღნიშნავს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის წლის ბოლო ორ ციფრს, შემდეგი ერთი ციფრი – სამოქალაქო აქტის სახეობას, ხოლო შემდეგი ექვსი ციფრი – წლის განმავლობაში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის რიგით ნომერს. 5. ნოტარიუსების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ ელექტრონული ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით შევსებული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რიგითი ნომერი შედგება 11 ციფრისაგან, აქედან: პირველი სამი ციფრი აღნიშნავს ნოტარიუსის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების კოდურ აღნიშვნას, შემდეგი ორი ციფრი აღნიშნავს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის წლის ბოლო ორ ციფრს, შემდეგი ერთი ციფრი – სამოქალაქო აქტის სახეობას, ხოლო შემდეგი ხუთი ციფრი – წლის განმავლობაში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის რიგით ნომერს.“. |
2.
მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მიმართ რეგისტრაციისას სამოქალაქო აქტის ჩანაწერს ენიჭება რიგითი ნომერი, რომელიც შედგება 11 ციფრისაგან, აქედან: პირველი ორი აღნიშნავს სამოქალაქო აქტის ჩანაწერის დასამოწმებელი ბეჭდის კოდს, შემდეგი ორი ციფრი აღნიშნავს აქტის რეგისტრაციის წლის ბოლო ორ ციფრს, შემდეგი ორი ციფრი – სამოქალაქო აქტის სახეობას, ხოლო შემდეგი ხუთი ციფრი – წლის განმავლობაში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის რიგით ნომერს. 8. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მიმართ ელექტრონული ფორმით სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით რეგისტრაციისას სამოქალაქო აქტის ჩანაწერს ენიჭება რიგითი ნომერი, რომელიც შედგება 11 ციფრისაგან, აქედან: პირველი სამი ციფრი აღნიშნავს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების კოდურ აღნიშვნას, შემდეგი ორი ციფრი აღნიშნავს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის წლის ბოლო ორ ციფრს, შემდეგი ორი ციფრი – სამოქალაქო აქტის სახეობას, ხოლო შემდეგი ოთხი ციფრი – წლის განმავლობაში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის რიგით ნომერს.”. |
3.
ბრძანების დანართი №1ა – დაბადების მოწმობა, დანართი №3ა – მამობის დადგენის მოწმობა, დანართი №5ა – შვილად აყვანის მოწმობა, დანართი №7ა – ქორწინების მოწმობა, დანართი №9ა – განქორწინების მოწმობა, დანართი №11ა – სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობა და დანართი №13ა – გარდაცვალების მოწმობა ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 3 |
ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის 1 თებერვლიდან. |
|
![]()
|
უკან დაბრუნება 






დოკუმენტის კომენტარები