დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| განჩინება - შპს ”საქართველოს ღვინოების” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/12601-12 |
| დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 14/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქმე № 2/12601-12
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2013 წლის 14 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი (კრედიტორი) – სს „ბანკი ქართუ”
წარმომადგენლები – დავით მათიკაშვილი, ნათია ჩაჩანიძე
კრედიტორები – 1. შპს „ტრანსიბერიატრანზიტი”
დირექტორი – რამაზ ალფაიძე
2. შპს „ქიმრეაქტივი”
დირექტორი – ალეკო პეტრიაშვილი
მოვალე – შპს „საქართველოს ღვინოები”
დირექტორი – ნუგზარ საჯაია
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ნათია სახოკია
მომრიგებელი საბჭოს წევრები – 1. ვასილ აფციაური
2. ნანა გუგუნაშვილი
3. ნანა ამისულაშვილი
დავის საგანი – გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია სს ,,ბანკი ქართუს’’ განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ მოვალე შპს ,,საქართველოს ღვინოების’’ მიმართ.
კრედიტორთა კრებაზე არჩეულ იქნა მომრიგებელი საბჭოს წევრები ვასილ აფციაური, ნანა გუგუნაშვილი, ხოლო მესამე წევრად სასამართლოს მიერ დანიშნულ იქნა ნანა ამისულაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მომრიგებელი საბჭოს წევრების ვასილ აფციაურის, ნანა გუგუნაშვილისა და ნანა ამისულაშვილის მიერ წარმოდგენილ იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება შპს ,,საქართველოს ღვინოების’’ მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ გადაწყვეტილებას, საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: 1. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება შპს ,,საქართველოს ღვინოების’’ მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. 2. სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 27-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.
დაადგინა :
1. კრედიტორთა კრება დაინიშნოს 2013 წლის 28 იანვარს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6, სხდომის დარბაზი №29) შემდეგი დღის წესრიგით:
1. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება შპს ,,საქართველოს ღვინოების’’ მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ; 2. სხვა კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www. tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები