დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | პროექტის ავტორი |
| მიღების თარიღი | 16/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | ნორმატიული აქტების პროექტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016206 |
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 330-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 ნაწილები:
„31. 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე , ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილ ებით გათვალისწინებული დანაშაულების გარდა , თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები ნაფიც მს ა ჯულთა მონაწილეობით ასევე განიხილავენ იმ პირთა სისხლის სამართლის საქმეებს, რო მელთა მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.
32. ამ მუხლის 31 ნაწილის მიზნებისათვის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ბრალდებული წარმოადგენს:
ა) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მითითებულ თანამდებობის პირს, რომელსაც ეკავა ან უკავია შესაბამისი თანამდებობა ;
ბ) პირს, რომელსაც ბრალი ედება დანაშაულის ჩადენაში ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთან ერთად.“.
2, 330-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-3 და 31 ნაწილების მიზნებისთვის თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების ტერიტორიული განსჯადობის წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ნაფიცი მსაჯულები კი შეირჩევიან შესაბამისად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები