„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 16/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016062
1
16/01/2013
ვებგვერდი, 17/01/2013
300320000.16.009.016062
„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №1

2013 წლის 16 იანვარი

ქ. ქუთაისი

 

„წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის,  „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 432 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

 


მუხლი 1
 „წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილების  (სსმ III, 2010 წლის 17 აგვისტო, №100, მუხ. 1508) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

 

„4)  შპს „მარნეულის სოფწყალის“  მომხმარებლებისათვის, მომხმარებელთა კატეგორიის მიხედვით, განისაზღვროს სასმელი წყლის მიწოდების შემდეგი ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი):

 

ა)         გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის

                        0,333 ლარი/მ3;

ბ)         გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის

            1,398 ლარი/სულზე/თვეში;

გ)         არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის  2,652 ლარი/მ3.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრი, თავმჯდომარეგურამ ჩალაგაშვილი
კომისიის წევრიმაია ნადირაძე
კომისიის წევრიზურაბ გაბელაია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრისერგო მესხი