„საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „საკონსულო დაწესებულებათა გახსნის თაობაზე საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შეთანხმებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ ოქმი

დოკუმენტის ნომერი 34-42
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2013
ძალაში შესვლის თარიღი 21/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016167
34-42
16/06/2011
ვებგვერდი, 17/01/2013
480610000.03.030.016167
„საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „საკონსულო დაწესებულებათა გახსნის თაობაზე საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შეთანხმებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ ოქმი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
,,საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „საკონსულო დაწესებულებათა გახსნის თაობაზე საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შეთანხმებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად" წოდებულნი,

გამოთქვამენ რა საკონსულო დაწესებულებათა გახსნის თაობაზე  საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შეთანხმებაში (შესრულებული ათენში, 2007 წლის 22 იანვარს) შესწორებების შეტანის სურვილს;

ითვალისწინებენ რა აღნიშნული შეთანხმების მე-7 მუხლს,

შეთანხმდნენ შემდეგზე: 

მუხლი 1

შეთანხმების მე-4 მუხლი შესწორდება და ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:

„საკონსულოს თანამდებობის პირებისა და მოსამსახურეების რაოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა)   საქართველოს გენერალური საკონსულოსთვის: 3 საკონსულო თანამდებობის პირი და 4 საკონსულო მოსამსახურე.

ბ)  საბერძნეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოსთვის: 3 საკონსულო თანამდებობის პირი და 4 საკონსულო მოსამსახურე.”.

მუხლი 2

წინამდებარე ოქმი წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.

შესრულებულია 2011 წლის 16 ივნისს,  ორ დედნად, თითოეული ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ წინამდებარე ოქმის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის

სახელით

                         (ხელმოწერილია)

საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობის

სახელით

                                                      (ხელმოწერილია)