„შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.017166
2
11/01/2013
ვებგვერდი, 16/01/2013
040170020.10.003.017166
„შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №2

2013 წლის 11 იანვარი

   ქ.თბილისი

 

„შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „შპს „საქართველოს გაერთი­ა­ნე­­ბული სამე­ლი­ორაციო სისტემების კომპანიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახუ­რე­ბის შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2012 წლის 12 აპრილის №143 დადგე­ნი­­ლებით (ვებგვერდი, 19/04/2012, 040170020.10.003.016816) დამტ­კი­ცე­ბულ წესში შეტანილ იქნეს შემ­­­­დე­გი ცვლილება:

1.მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირობათა გამოკითხვის პროცედურებს ახორციელებს კომისია. გამა­რ­ტი­ვე­ბუ­ლი შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვა შესაძ­ლე­ბე­ლია, განა­ხო­რციელონ ტერიტორიულ ერთეულებში შპს „საქართვე­ლოს გაე­რ­თ­ი­ა­ნე­ბუ­ლი სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ დირექტო­რის მიერ უფ­ლე­­ბა­­­მოსილმა პირებმა. ამასთან, თითოეულ ტერიტორიულ ერ­თე­უ­ლში უფლება­მოსილი პირის მიერ განხორციელებული სახელმ­წი­ფო შესყიდვების ღირე­ბულება არ უნდა აღემატებოდეს თვეში 20 000 (ოცი ათასი) ლარს.“.

2. №1 დანართი  ჩამოყალიბდეს  თანდართული  რედა­ქ­­ცი­ით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



„დანართი №1

შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“  საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი


 

 


 

 

საქონლის დასახელება

1.

თუჯის სხმულები

2.

ბეტონის ღარები

3.

საირიგაციო ფარები

4.

მექანიკური და ჰიდრავლიკური ტიპის რედუქტორები

5.

ბეტონის ფილები

6.

ბეტონის ბლოკები

7.

საირიგაციო სისტემის სხვადასხვა სისტემა

8.

სპეცტანსაცმელი და აღჭურვილობა

9.

სამეურნეო საქონელი

10.

სამუშაო იარაღები და ხელსაწყოები

11.

საჭრისები

12.

კაბელები

13.

ელმავთულები

14.

ძრავის ჩასახვევი მავთულები

15.

საჰაერო ელსადენები

16.

მაღალი ძაბვის იზოლატორები

17.

დაბალი ძაბვის იზოლატორები

18.

ავტომატური ამომრთველები

19.

ელექტრომზომები

20.

ელმაგნიტური გამშვებები

21.

ელმაგნიტური ჩამრთველები

22.

მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორები

23.

დაბალი ძაბვის ტრანსფორმატორები

24.

საკონტროლო კაბელები

25.

მცველები

26.

საყრდენი იზოლატორები

27.

მაღალი ძაბვის ინდიკატორები

28.

ალუმინის სალტე

29.

დენმკვეთები

30.

ელღილაკები

31.

გალაქული ქსოვილი

32.

ტრანსფორმატორის ამომყვანები

33.

საჰაერო გამთიშველები

34.

დაბალი ძაბვის კარადები

35.

მაღალი ძაბვის კარადები

36.

ზეთიანი ამომრთველის ბანკები

37.

ზეთიანი ბანკების ამძრავები (კომპლექტი)

38.

ელმრიცხველები

39.

მრიცხველების ყუთები

40.

ელძრავები

41.

კაბელის თავები

42.

ტუმბოები ელძრავით

43.

საკისრები

44.

მინის შედუღებისათვის საჭირო თოკი

45.

მშრალი ბაწარი

46.

ქანჩი და ჭანჭიკი

47.

ფოლადის მილები

48.

ურდულები

49.

შუასადები რეზინა

50.

უკუსარქველები

51.

მილები

52.

ცემენტი

53.

ფიტინგები

54.

რკინაბეტონის ჭები

55.

რკინაბეტონის ჭების სახურავები

56.

ელბოძები

57.

ეკალმავთული

58.

მავთულბადე ღობისათვის

59.

შედუღების აპარატის მავთული

60.

სხვადასხვა პარამეტრების არმატურა

61.

კარბიდი

62.

ხის მასალა

63.

საჩარხი მასალა (მრგვალი რკინა)

64.

ფურცლოვანი ლითონი

65.

კუთხოვანა სხვადასხვა პროფილის

66.

ელექტროდი

67.

ჭის თავები

68.

სპეცტექნიკა

69.

სპეცმანქანები

70.

სხვადასხვა გამავლობის ავტომანქანები

71.

პოლიეთილენის მილების შესადუღებელი აპარატები

72.

წყლის მრიცხველები

73.

საწვავი

74.

ავტოგაზი

75.

სოლიდოლი

76.

ავტომანქანის ნაწილები

77.

სპეცტექნიკის ნაწილები

78.

საკანცელარიო საქონელი

79.

გენერატორები

80.

ელექტროგამათბობლები

81.

მაცივრები

82.

ტელევიზორები

83.

ტელეფონის აპარატები (მათ შორის, უკაბელო ტელეფონის აპარატები)

84.

კონდიციონერები

85.

ვენტილატორები

86.

კომპიუტერული ტექნიკა და აქსესუარები

87.

საოფისე ავეჯი

88.

ჟურნალ-გაზეთები და სპეცლიტერატურა

89.

ინტერნეტმოდემები

90.

სპეცმანქანების ნაწილები

91.

ავტომანქანის საცხებ-საპოხი მასალები და სპეცზეთები

92.

სპეცმანქანების და სპეცტექნიკის საცხებ-საპოხი მასალები

93.

შეშა

94.

ნახშირი

95.

სხვადასხვა ტიპის ღუმელები

96.

წარმომადგენლობითი ხარჯები

97.

ორგანიზაციის ბეჭდები

98.

ინერტული მასალები

99.

საგზაო მაფრთხილებელი ნიშნები

100.

სახანძრო უსაფრთხოების სტენდები (კომპლექტი)

101.

წყლის მრიცხველის ბრჯენები

102.

ბრჯენის მავთული

103.

ზეთები

104.

სატელიტური ანტენები

105.

სავიზიტო ბარათები (სხვადასხვა)

106.

ავტომანქანის რეცხვის ტალონები

107.

სამშენებლო მასალები

108.

ფოტოაპარატები და ვიდეოკამერები

109.

ძალური ტრანსფორმატორი

110.

დამცავი რელეები

111.

მაღალი ძაბვის ამომრთველები (კომპლექტი)

112.

დენის ტრანსფორმატორები

113.

მაღალი და დაბალი ძაბვის სადენების აქსესუარები

114.

ძაბვის განმმუხტველი

115.

გადაძაბვის შემზღუდველი

116.

მაღალი ძაბვის ქუროები

117.

მაღალი ძაბვის ამომრთველის ამძრავი

118.

ტუმბოები ელძრავის გარეშე

119.

დროშა

120.

აბრები, ფირნიშები, ბანერები

121.

ქვითრები, ოქმები და ბლანკები

122.

ავეჯი

123.

რაციები

124.

ქიმიური ხსნარები

125.

სხვადასხვა ჭურჭელი-რეზერვუარი

126.

კიბეები

127.

კიბის საფეხურები

128.

პოლიეთილენის ჭები

129.

საკეტიანი კაბინები, კარადები, სეიფები

130.

განათების სისტემები

131.

ბეტონისა და ქვის ფილები

132.

ბუნებრივი ქვის ფილები

133.

იატაკის მასალები

134.

კარ-ფანჯრები და კარ-ფანჯრების საკეტები და მოწყობილობები

135.

მინა

136.

გადახურვის მასალები

137.

ჰიდროსაიზოლაციო მასალები

138.

უნიტაზები

139.

პირსაბანი ნიჟარები

140.

სანათები, ნათურები, ჭაღები

141.

ელექტროსამონტაჟო მასალები

142.

ელექტროგამანაწილებელი ფარები

143.

ჭერის მასალები

144.

ყალიბები და საყალიბე მასალები

145.

სასწორები

146.

ელექტრომოწყობილობები და ელექტროაპარატურა

147.

ელემენტები და ელემენტის დამტენები

148.

სამუშაო ხელთათმანები

149.

მზა შენობები/საცხოვრებელი ვაგონები

150.

გამაფრთხილებელი ნათებები

151.

ჰიგიენის საგნები

152.

ტენტები

153.

საძილე ტომრები

154.

ფრეზის აპარატები

155.

უსაფრთხოების ქამრები

156.

ელშესადუღებელი მოწყობილობები

157.

შესადუღებელი მოწყობილობები არაელექტრული გახურებით

158.

ხელის (ხელით დასაჭერი) ელმექანიკური ხელსაწყოები

159.

ფარდა-ჟალუზები

160.

შველერი (სხვადასხვაპარამეტრის)

161.

სატუმბი სადგურების ჰიდრავლიკური და მექანიკური ნაწილები

162.

ტექნიკური რეზინა

163.

საბურავები

164.

რედუქტორები (სხვადასხვა პარამეტრების)

165.

ორტესებრი ძელი (სხვადასხვა)

166.

სხვადასხვა დანიშნულების ამწემექანიზმები

167.

ვანტუზები

168.

მომსახურების დასახელება

169.

სატუმბი სადგურის სარემონტო და გაშვება/გაწყობის მომსახურების შესყიდვა

170.

კომპიუტერული მომსახურება

171.

კარტრიჯების აღდგენა-დამუხტვა

172.

პროგრამული უზრუნველყოფა

173.

განცხადებებისა და ინფორმაციების გამოქვეყნება

174.

საინფორმაციო მომსახურება

175.

ინტერნეტსაიტის დამზადება

176.

ტუმბოების რემონტი

177.

გადაადგილებასა და გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურებები

178.

მრიცხველების შეკეთება

179.

ძალური ტრანსფორმატორის შეკეთება

180.

მაღალი და დაბალი ძაბვის ტრანსფორმატორების რემონტი

181.

ტრანსფორმატორისა და ელმოწყობილობების ზეთის შრობა

182.

მაღალი ძაბვის ბოძების დაქირავება

183.

ძრავების ჩახვევა

184.

ჟანგბადის და თხევადი გაზის ბალონის დატენვა

185.

არხების გაჭრის მომსახურება

186.

ავტომანქანების ტექდათვალიერება

187.

ავტომანქანების და სპეცტექნიკის მომსახურება (რემონტი)

188.

ავტოტრანსპორტისა და სპეცტექნიკის დაქირავება

189.

ნებართვებისა და სპეცფორმების აღება

190.

თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება

191.

საპროექტო მომსახურება

192.

სანოტარო მომსახურება

193.

აუდიტორული მომსახურება

194.

საექსპერტო მომსახურება

195.

საკონსულტაციო მომსახურება

196.

რუკების დაბეჭდვა

197.

სადეზინფექციო მომსახურება

198.

უძრავი ქონების რეგისტრაცია

199.

დასაქმებულთა დაზღვევა

200.

ავტომანქანების დაზღვევა

201.

კავშირგაბმულობა (შიდა საქალაქო, საქალაქთაშორისო, მობილური, ინტერნეტი, ფაქსი)

202.

ფოსტა

203.

დასუფთავება

204.

კვება

205.

საკაბელო ტელევიზია

206.

სათარჯიმნო მომსახურება

207.

დაცვის მომსახურება

208.

სარეკლამო მომსახურება (მათ შორის, ბეჭდვა)

209.

დიზაინი

210.

მაღალი და დაბალი ძაბვის სადენების შეცვლა

211.

მაღალი და დაბალი ძაბვის სადენების აქსესუარების შეცვლა

212.

მაღალი ძაბვის ამომრთველების (კომპლექტში) შეცვლა

213.

მაღალი ძაბვის ამომრთველის ამძრავის შეცვლა

214.

ძაბვის განმმუხტველის შეცვლა

215.

გადაძაბვის შემზღუდველის შეცვლა

216.

მაღალი ძაბვის ქუროების შეცვლა

217.

ელიზოლატორების შეცვლა

218.

მაღალი ძაბვის დამცავი რელეების შეცვლა

219.

სამეურნეო რემონტი

220.

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ზედაპირული, მიმდინარე, ავარიული და პერიოდული აღდგენითი მომსახურებანი

221.

გზის მოასფალტება

222.

ბეჭდვა

223.

ტუმბოების ძრავების, ტრანსფორმატორებისა და გენერატორების მონტაჟი

224.

ელექტროგამანაწილებლის, დამიწების და საკონტროლო მოწყობილობების მონტაჟი

225.

ელექტრო- და მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი

226.

სახურავის შეკეთება

227.

ბუნებრივი აირის გაყვანილობის მონტაჟი

228.

ელენერგიის გადამცემი ხაზების და გაყვანილობის მონტაჟი

229.

აღრიცხვის კვანძის მოწყობა/გადატანა

230.

უსაფრთხოების სისტემების დაყენება

231.

საირიგაციო სისტემების მოწყობა/მონტაჟი

232.

ლითონის კონტეინერების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

233.

ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები

234.

წყლის საფილტრავი ან/და საკონტროლო მოწყობილობების მონტაჟი.