„დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 264
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 25/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 14/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.016120
264
25/01/2013
ვებგვერდი, 31/01/2013
360050000.22.023.016120
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის

ბრძანება №264

2013 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

 

„დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №26 ბრძანებით (სსმ. ვებგვერდი, 360050000.22.023.016067, 01.07.2011) დამტკიცებულ დებულებაში  შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება და დებულების:
1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით“.

2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურა

სააგენტოს ცენტრალური აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან:

ა) დაგეგმვის და განვითარების სამსახური;

ბ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის  სამსახური;

გ) ეკონომიკური სამსახური;

დ) ადმინისტრაციული სამსახური;

ე) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

ვ) იურიდიული სამსახური;  

ზ) შიდა აუდიტის სამსახური.“;

3. მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაგეგმვის და განვითარების სამსახური:

ა) წარმართავს და მონაწილეობს დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვაში;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მართავს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის ბუნებრივ რესურსებს;

გ) სამინისტროს  შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით ზედამხედველობს და მონიტორინგს უწევს დაცული ტერიტორიების შესაბამისი რეჟიმის დაცვისა და ბუნებათსარგებლობის განხორციელებას;

დ) კოორდინაციას უწევს და მონაწილეობს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების,  ამ გეგმებით განსაზღვრული ან/და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პროგრამების შემუშავებასა და შესრულებაში;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აფასებს მენეჯმენტის გეგმებთან დაკავშირებულ პროგრამებს, აანალიზებს და მათ საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაცული ტერიტორიების ფარგლებში კოორდინაციას უწევს ინფრასტრუქტურის და ლანდშაფტების დაგეგმვას;

თ) კოორდინაციას უწევს და მონაწილეობს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის დამხმარე ზონების ეკოლოგიური და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში;

ი) ახორციელებს დაცულ ტერიტორიებზე მეცნიერული კვლევისა და მონიტორინგის საქმიანობის ზედამხედველობას;

კ) ახორციელებს სამეცნიერო კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების მიზნობრივ დამუშავებას, მათ საფუძველზე დაცულ ტერიტორიებზე არსებული ეკოსისტემის და ცალკეული სახეობების აღდგენის, შენარჩუნებისა და კონსერვაციის სტრატეგიის შემუშავებას;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის ამსახველი მონაცემების განხილვას, მათ შეფასებას და გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;

მ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში;

ნ) ორგანიზაციას უწევს და მონაწილეობს დაცულ ტერიტორიებზე ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობაში;

ო) შეიმუშავებს დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნობრივ პროგრამებს;

პ) მონაწილეობს ცხოველთა და მცენარეთა (მათ შორის, ტყის რესურსების), სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების, ხანძრების პრევენციის, მავნებელთა და დაავადებებისგან დაცვის მიზნით წინადადებებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში;

ჟ) უზრუნველყოფს ეკოტურიზმის განვითარებას და მის მონიტორინგს დაცულ ტერიტორიებზე;

რ) სააგენტოს ეკონომიკურ სამსახურთან ერთად შეიმუშავებს დაცულ ტერიტორიაზე ტურისტების მომსახურების ტარიფებს;

ს)  აწარმოებს დაცული ტერიტორიების გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემის (GIS) მონაცემთა ბაზებს;

ტ) ახორციელებს სააგენტოს გეოსაინფორმაციო, ქსელური სისტემებით და რუკებით უზრუნველყოფას

უ) მონაწილეობას ღებულობს და ზედამხედველობას უწევს დაცული ტერიტორიების საზღვრების დაზუსტების, მარკირების და შესაბამისი ტოპოგრაფიული მასალების შემუშავებაში;

ფ) ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.

  1. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის  სამსახური:

ა) ზედამხედველობას და კოორდინაციას უწევს დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროექტებს;

ბ) კოორდინაციას უწევს და მონაწილეობს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის დამხმარე ზონების ეკოლოგიური და სოციალური პროექტების მიმდინარეობას;

გ) აწარმოებს ფინანსების მოზიდვას  დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროექტების განსახორციელებლად;

ზ) განსაზღვრავს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს;

თ) უზრუნველყოფს სააგენტოს თანამშრომლობას საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ი) ამზადებს წინადადებებს და შეიმუშავებს პროგრამებს ტრანსასაზღვრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით;

კ) შეიმუშავებს და მონაწილეობას ღებულობს დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ პროგრამებში;

ნ) იწვევს სხვადასხვა სპეციალისტებსა და ექსპერტებს დაცული ტერიტორიების გასაცნობად, შემდგომში ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით.

ო) ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.“

4. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4) ადმინისტრაციული სამსახური:

ა) ახორციელებს სისტემაში კადრების აღრიცხვას და ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;

ბ) დადგენილი წესის შესაბამისად, ნომენკლატურის ფარგლებში სააგენტოს სისტემის მოსამსახურეთა/მუშაკთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადებას;

გ) ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას;

დ) ახორციელებს სააგენტოს მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, მათი საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადება-ჩატარების ორგანიზაციას;

ე) მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების მომზადებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფaსების კრიტერიუმების დადგენას;

ვ) დადგენილი წესის შესაბამისად, სააგენტოს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;

ზ) სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფას;

თ) შინაგანაწესის შემუშავებას და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას, სააგენტოს მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლს;

ი) ახორციელებს სააგენტოს ფარგლებში სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო ღონისძიებებს;

კ) შეიმუშავებს შრომის შინაგანაწესს და აკონტროლებს მის შესრულებას, აგრეთვე შრომის დისციპლინას;

ლ) ორგანიზებას უწევს საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად, ცენტრალურ აპარატში ელექტრონულ საქმისწარმოებას;

მ) უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი აქტების, სხვა საკონტროლო დავალებების და თავმჯდომარის ინდივიდიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შემოწმებასა და კონტროლს;

ნ) ახორციელებს საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას და არქივისათვის გადაცემას (არქივირებას);

ო) უზრუნველყოფს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის და საბრძოლო მასალის აღრიცხვის ორგანიზებას;

პ) ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.“

5. მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის  „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ახორციელებს ამ დებულებით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს“.

მუხლი 2
ბრძანება ძალაში შევიდეს 2013 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე