მეორე აუქციონის დანიშვნის შესახებ

  • Word
მეორე აუქციონის დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს "მალი XXI"
მიღების თარიღი 15/01/2013
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
15/01/2013
ვებგვერდი, 15/01/2013
მეორე აუქციონის დანიშვნის შესახებ
შპს "მალი XXI"

საჯარო განცხადება

მეორე აუქციონის დანიშვნის შესახებ

2013 წლის 15 იანვარი

 

სპეციალისტი:

შპს „მალი XXI -ის (ს/ 202463342)

დირექტორ ზვიად მირიანაშვილ

მისამართი: ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი №117

ელ ფოსტა: specialist@mali.ge

სადეპოზიტო ანგარიში: GE09CN0000036202176001

სპეციალისტი აცხადებს მეორე საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „ბანკი კონსტანტას სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M002 2012

უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი:

ნიკოლოზ პავლიაშვილი

პირადი N 31001043616

მცხ: მცხეთა სოფ: ძალისი

აუქციონის ჩატარების დრო:

2013 წლის 25 იანვარი, 13:00 საათი (საქართველოს დროით)

აუქციონის ჩატარების ადგილი:

ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი 117

უძრავი ნივთის საწყისი ფასი:

5.791,22 აშშ დოლარი და 70 ლარი

უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა:

მცხეთა, სოფელი ძალისი

საკ: კოდი: 72.02.05.104

უძრავი ნივთის აღწერა:

ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 2548.00 კვ.მ.

გარდამავალი უფლებები:

აუქციონის გზით ქონების რეალიზაციის შედეგად გარდამავალი უფლებები არ წარმოიშვება;

აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „ბანკი კონსტანტა“), მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს ;

) აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა სპეციალისტთან უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია, გაცემული სს „ბანკი კონსტანტას“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის თარიღიდან 3 0 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის დაწყებამდე , ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა;

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის სასურველი ნებისმიერი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. სპეციალისტმა უნდა გამოაცხადოს ბოლო შემოთავაზება სამჯერ და ხმამაღლა. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს ;

) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღესვე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის , სტატუსი. ასეთ შემთხვევაში აუქციონზე გამარჯვებულად ითვლება ის პირი, რომლის შემოთავაზებული თანხა ერთი ბიჯით ჩამორჩებოდა გამარჯვებაჩამორთმეული პირის შეთავაზებას.

ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

 

სპეციალისტი:

შპს „მალი XXI

დირექტორ                                                        ზვიად მირიანაშვილ