„მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის 2 მაისის №–11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის 2 მაისის №–11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/01/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 20/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.103.016067
1
14/01/2013
ვებგვერდი, 17/01/2013
280120000.35.103.016067
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის 2 მაისის №–11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტი
 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №1

2013 წლის 14 იანვარი

დ. მესტია

 

,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის 2 მაისის №–11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის და ,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის  №21 დადგენილების   შესაბამისად

მუხლი 1
შევიდეს  ცვლილება ,,მესტიის    მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების  გაცემის  წესის დამტკიცების შესახებ’’  2012 წლის 2 მაისის  №–11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 08/05/2012 სარეგისტრაციო კოდი: 280120000.35.103.016053).
1. მე-4 მუხლის მეხუთე პუნქტში ამოღებულ იქნეს „ე“ ქვეპუნქტი.
2. მე-4 მუხლის მეხუთე პუნქტში  „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტები   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
3. მე-4 მუხლის მეხუთე პუნქტში დაემატოს „თ“ ქვეპუნქტი. 
4. მე-4 მუხლის მეექვსე  პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

მუხლი 4

5. მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ:

) მარჩენალდაკარგულ  ოჯახებსა და ინვალიდ ბავშვებზე   –100 (ასი) ლარი;

ზ)  I-ჯგ. ინვალიდებზე  ––100 ( ასი) ლარი;

თ) გაჭირვებულ ოჯახების ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს არანაკლებ 100 ( ასი) ლარი და არაუმეტეს 500  (ხუთასი) ლარის ოდენობით.

სოციალური სუბსიდიების სააგენტოში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების გაწევაზე,  ერთჯერადი ფულადი დახმარების განსაზღვრაზე, განცხადებებს განიხილავს სოციალური დახმარების გაცემის კომისია.

6. ამბულატორიების, პოლიკლინიკების და საავადმყოფოების პროგრამების ფარგლებში:

ა)  სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ–ფაქტურის შესაბამისად, არაუმეტეს 30% –ის ოდენობით.

 

მუხლი 2
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის  შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ხორგუანი