დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოქმი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრების, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საერთაშორისო გადაადგილების შესახებ მონაცემთა ელექტრონულად გაცვლის დეტალების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18/176 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/10/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016165 |
|
ოქმი
მგზავრების, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საერთაშორისო გადაადგილების შესახებ მონაცემთა ელექტრონულად გაცვლის დეტალების თაობაზე |
საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი;
სურთ რა, გააუმჯობესონ ეკონომიკური საზღვრის დაცვის ადმინისტრაციებს შორის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარება, თავიანთი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით,
აღიარებენ რა, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის ეფექტური კონტროლის, ასევე მგზავრების კონტროლის გარკვეული სახის მნიშვნელობას მხარეთა საზღვრების კვეთისას, რაც საბოლოოდ მიზნად ისახავს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას,
გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ნორმების, სტანდარტებისა და რეკომენდაციების და ინფორმაციის გაცვლის შესახებ საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად,
სურთ რა, მგზავრების, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის პროცედურების დაჩქარება,
ითვალისწინებენ რა, გლობალური ვაჭრობის უსაფრთხოებისა და ხელშეწყობის მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ჩარჩო-სტანდარტების განსახორციელებლად შემუშავებულ მიდგომებს,
როგორც „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „სარფი - სარფ”, „კარწახი – ჩილდირ/აკტაშ” და „ახალციხე - პოსოფი/თურქგოზუ” სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ” შეთანხმების მხარეები (შემდგომში „შეთანხმება"); შეთანხმდნენ შემდეგზე: |
1 მუხლი ზოგადი დებულებები
2 მუხლი
მოდერნიზებული პროცედურების განხორციელების ვალდებულება
მხარეებმა მუდმივად უნდა აწარმოონ ელექტრონული მონაცემების წინასწარი გაცვლა რისკების ანალიზისა და მართვის მეთოდების ეფექტურად გამოყენებით იმისთვის, რომ მხარეთა სახელმწიფოების საზღვრის გადაკვეთისას მგზავრების, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის პროცედურების მოქნილად წარმართვა განხორციელდეს თანმიმდევრული სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფით.
3 მუხლი
მონაცემთა დაცვა
4 მუხლი
განხორციელების ტექნიკური პროცედურები 1. მხარეები განსაზღვრავენ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს თავიანთ ადმინისტრაციებში და აღნიშნული სტრუქტურული ქვედანაყოფები პასუხისმგებელნი არიან შემდეგზე:
- ელექტრონულ მონაცემთა წინასწარი გაცვლისთვის ტექნიკური ხასიათის დებულებების შემუშავება და განხორციელება; - მონაცემთა განსაზღვრა ელექტრონულ მონაცემთა წინასწარი გაცვლისთვის; - ელექტრონულ მონაცემთა წინასწარი გაცვლის მეთოდები მგზავრებთან, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებთან და საქონელთან მიმართებაში.
5 მუხლი
მოლაპარაკებები და სადაო საკითხების გადაწყვეტა
1. „ერთობლივი კომიტეტის” ფარგლებში ჩამოყალიბებული „საინფორმაციო ტექნოლოგიების ქვეკომიტეტი” რეგულარულად შეიკრიბება სამ თვეში ერთხელ. 2. საგანგებო შემთხვევისას ქვეკომიტეტი შეიკრიბება ერთ დღეში, მხარის მიერ მოწოდებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. 3. ქვეკომიტეტების მიერ შედგენილი ანგარიშები გადაეგზავნებათ მხარეების კომპეტენტურ უწყებებს. 4. ქვეკომიტეტი მოაგვარებს წამოჭრილ სადავო საკითხებს მხარეების კანონმდებლობის და მეგობრული მოლაპარაკებების ფარგლებში. გადაუჭრელი საკითხები გადაეგზავნება „ერთობლივ კომიტეტს”.
6 მუხლი
ძალაში შესვლა
წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღის შემდგომი თვის პირველ დღეს.
წინამდებარე ოქმი ძალაში იქნება შეთანხმების ძალაში ყოფნამდე. თითოეულ მხარეს შეუძლია მოითხოვოს ოქმის შეწყვეტა მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, დიპლომატიური არხების დახმარებით. აღნიშნულ შემთხვევაში ოქმი ძალაში აღარ იქნება წერილობითი შეტყობინების მიღებიდან სამი თვის თავზე.
ოქმის შეწყვეტა არ იქონიებს გავლენას განხორციელებული თუ განხორციელების პროცესში მყოფ ღონისძიებებსა თუ პროექტებზე.
მხარეთა წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეთანხმებაში შეიძლება ნებისმიერ დროს შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა წინამდებარე მუხლის პირველ პარაგრაფში განსაზღვრული სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად, თუმცა წინამდებარე ოქმის ფარგლებში შემუშავებული დანართი შეიცვლება მხარეების წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელმომწერმა პირებმა, სათანადოდ უფლებამოსილებმა თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს წინამდებარე ოქმს.
ხელმოწერილია 2011 წლის 27 ოქტომბერს, ქ. ბათუმში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ოქმის დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები