დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/01/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370070000.35.167.016086 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/01/2013 - 21/03/2014)
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად (თან ერთვის). |
--- |
მუხლი 2.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
მუხლი 3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის
6 იანვრის №2 დადგენილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ’’. |
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
დანართი
|
არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში ,,მიწის ნორმატიული ფასი’’) გამოანგარიშდება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN = I MG X I TL X C X K, სადაც: ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) I MG არის ქ. ლაგოდეხის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,3-ს; გ) I TL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 100-ს.
ა) სოფლებში: მაწიმი, შრომა, კავშირი, ნინიგორი, გელათი, ზ/გურგენიანი, ცოდნისკარი, ჩადუნიანი, ვარდისუბანი, ბაისუბანი, კაბალი, განჯალა, უზუნთალა, ყარაჯალა,გიორგეთი, ჭაბუკიანი, აფენი მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ლაგოდეხის ნორმატიული ფასის 75%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 5,40 ლარს; ბ) სოფლებში, რომლებიც არაა მითითებული ამ პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტში, მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ლაგოდეხის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,60 ლარს.
ფასი დადგენილია ქ. ლაგოდეხის ნორმატიული ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,80 ლარს.
,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ლაგოდეხისათვის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,60 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-4 პუნქტით დადგენილი ფასი.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები