დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.35.148.016132 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 31/12/2012; 280120000.35.148.016126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,გორის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 იანვრის №2 დადგენილება.“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. II-III ხარისხის სკოლიოზით დაავადებული ბავშვების (0-დან 18 წლამდე), რომელთაც გააჩნიათ 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულა, დახმარება ამ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში მოხდება ერთჯერადად, 50%-ის თანადაფინანსებით არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. დახმარება მოიცავს სამკურნალო მასაჟის 12 პროცედურას.“; |
გ)
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარება გაიცემა ერთჯერადად ყოველ ბავშვზე 300 ლარის ოდენობით,“; |
დ)
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“„ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით”; 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორია დახმარებას მიიღებს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ერთჯერადად, 200 ლარის ოდენობით."; |
ე)
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას, გარდა ამ წესის მე-13 მუხლით გათვალისწინებული დახმარებისა, უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური).”; |
ვ)
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს შემდგომი განხილვისათვის სოციალური დახმარების გაცემის კომისიას (შემდგომში – კომისია), ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.“; |
ზ)
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემის განხილვის მიზნით. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი.“; |
თ)
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 20. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით კომისიის დასკვნის და მუნიციპალიტეტის გამგებლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.“; |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები