ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №14 დადგენილებაში – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №14 დადგენილებაში – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/01/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.114.016149
1
10/01/2013
ვებგვერდი, 17/01/2013
010250020.35.114.016149
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №14 დადგენილებაში – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
 

                                                                             

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება   №1

2013 წლის 10 იანვარი

დ. ჩოხატაური

 

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №14 დადგენილებაში  „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №14 დადგენილებაში (სსმ. 26.01.2011წ.) „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №14 დადგენილებით  „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ცალ­კეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 2.

1. განისაზღვროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის - თანამდებობის პირის ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობა თვეში 300 ლარის ოდენობით.

2. განისაზღვროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ, ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობა, თვეში 400 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №14 დადგენილებით  „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ცალ­კეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3.

1. საკრებულოს  წევრისთვის – თანამდებობის პირისთვის, ხარჯების განსაზღვრა მოხდეს ზღვრული ოდენობის მოცულობიდან შემდეგი პირობების დაცვით:

ა) კომისიის სხდომაზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მოსაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად უფლებამოსილების განხორციელებისათვის უნაზღაურდება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დანართი 2-ის მიხედვით, რომელიც ივსება შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის მიერ და წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს;

ბ) დარჩენილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი მიეცემა საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად უფლებამოსილების განხორციელებისათვის. ანაზღაურება მოხდება დანართი 3-ის მიხედვით, რომელიც ივსება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ.

2. საკრებულოს წევრისთვის ხარჯების განსაზღვრა მოხდეს ზღვრული ოდენობის მოცულობიდან შემდეგი პირობების დაცვით:

ა) კომისიის სხდომაზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მოსაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად უფლებამოსილების განხორციელებისათვის უნაზღაურდება 200 (ორასი) ლარის ოდენობით, დანართი 2-ის მიხედვით, რომელიც ივსება შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის მიერ და წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს;

ბ) დარჩენილი 200 (ორასი) ლარი მიეცემა საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად უფლებამოსილების განხორციელებისათვის. ანაზღაურება მოხდება დანართი 3-ის მიხედვით, რომელიც ივსება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ.“.

მუხლი 3
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №14 დადგენილებით  „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ ცალ­კეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5.

საკრებულოს წევრს, კომისიის და საკრებულოს ყოველი სხდომის გაცდენისათვის, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებიდან დაექვითოს 20 (ოცი) ლარი.“

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემიხეილ უნგიაძე