დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 10 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 14/01/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/01/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016502 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებულ წესში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
3713 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3713. ალტერნატიული აუდიტის შეწყვეტა და შეჩერება“;
ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 - მე-12 პუნქტები: „9. აუდიტორი უფლებამოსილია საგადასახადო ორგანოს მიმართოს ალტერნატიული აუდიტის ჩატარების ვადის შეჩერების მოთხოვნით: ა) ალტერნატიული აუდიტის მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე განცხადების შემოსავლების სამსახურში წარდგენის შემთხვევაში; ბ) თუ დაწყებული ალტერნატიული აუდიტის გაგრძელება ვერ ხერხდება დაუძლეველი ძალის ან სხვა გარემოების (მათ შორის, ექსპერტიზის დანიშვნის) გამო. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგადასახადო ორგანო ალტერნატიული აუდიტის ჩატარების ვადის შეჩერების საკითხზე გადაწყვეტილებას წერილობით ან ელექტრონული ფორმით აუდიტორს აცნობებს 5 სამუშაო დღის ვადაში. 11. ალტერნატიული აუდიტის ჩატარების ვადა ჩერდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის თანხმობით. ალტერნატიული აუდიტის ჩატარების ვადა შეიძლება შეჩერდეს: ა) ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე გადასახადის გადამხდელის განცხადების შემოსავლების სამსახურში წარდგენის დღიდან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე; ბ) ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - ალტერნატიული აუდიტის ჩატარების ვადის შეჩერების მოთხოვნით აუდიტორის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვიდან დაუძლეველი ძალის ან სხვა გარემოების აღმოფხვრამდე (ექსპერტიზის დანიშვნისას - გადასახადის გადამხდელის ან აუდიტორის მიერ ექსპერტის დასკვნის ჩაბარებამდე). 12. ალტერნატიული აუდიტის ჩატარების ვადა განახლდება ალტერნატიული აუდიტის ჩატარების ვადის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრისთანავე. ამასთანავე, აუდიტორი ვალდებულია წერილობით ან ელექტრონული ფორმით დაუყოვნებლივ აცნობოს საგადასახადო ორგანოს ალტერნატიული აუდიტის ჩატარების ვადის განახლების თაობაზე.“; |
2.
84-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:
„6. ამ წესის 3713 მუხლის მე-9 - მე-12 პუნქტების ამოქმედებამდე დაწყებული ალტერნატიული აუდიტის (რომელიც ამავე პუნქტების ამოქმედებამდე პერიოდში არ დამთავრებულა) მიმდინარეობისას, ალტერნატიული აუდიტის ჩატარების ვადა შეჩერებულად ჩაითვლება ამ წესის 3713 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების წარმოშობიდან ვადის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრამდე პერიოდში, თუ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე აუდიტორს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით დაუდასტურებს შეჩერების საფუძვლიანობას. 7. თუ ამ წესის 3713 მუხლის მე-9 - მე-12 პუნქტების ამოქმედებამდე ალტერნატიული აუდიტი შეჩერდა საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე გადასახადის გადამხდელის განცხადების შემოსავლების სამსახურში წარდგენის გამო და ამავე პუნქტების ამოქმედებამდე პერიოდში იგი არ განახლებულა, მისი ჩატარების ვადის დინება შეჩერებულად ითვლება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე გადასახადის გადამხდელის განცხადების შემოსავლების სამსახურში წარდგენის დღიდან უფლებამოსილი პირის მიერ საგადასახადო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები